დახურვა
სტილი
13.11.2021

დღეს ცნობილი გახდა, რომ რეჟისორი ერმალო მაღრაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა მეუღლემ, მანანა ხიდაშელმა გაავრცელა.

რეჟისორის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში, სხვა ცნობილ სახეებთან ერთად, მომღერალი ლიზა ყენიაც გამოეხმაურა: „გულწრფელი, კეთილი, მეოცნებე... ხომ შემპირდით, რომ ფილმში გადამიღებდით... თქვენი წასვლით ძალიან დამწყვიტეთ გული, მიყვარხართ" - წერს ლიზა ყენია.

როგორც ცნობილია, რე­ჟი­სო­რი კლი­ნი­კა "ბო­მონ­დის" კო­ვი­დცენ­ტრში 4 ნო­ემ­ბრი­დან მკურ­ნა­ლობ­და. მას ფილ­ტვის ქსო­ვი­ლის 80 პრო­ცენ­ტი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და. პა­ცი­ენ­ტი მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.

"პა­ცი­ენ­ტის გა­და­სარ­ჩე­ნად მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­ა­კე­თა კლი­ნი­კის გუნ­დმა, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ,

მდგო­მა­რე­ო­ბის სიმ­ძი­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. ვუ­სამ­ძიმ­რებთ ოჯახს, ახ­ლობ­ლებს და ქვე­ყა­ნას" - ამ­ბობს კლი­ნი­კა "ბო­მონ­დის" კო­ვი­დცენ­ტრის რე­ა­ნი­მა­ცი­ის მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×