დახურვა
სტილი
13.11.2021

მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე 4 ოქტომბერს მეორედ გახდა დედა. მას და დავით კოდუას გოგონა შეეძინათ: „გამარჯობა, ვიქტორია" - დაწერა ალექსანდრამ „ინსტაგრამზე".

მშობიარობის შემდეგ მოდელი კვლავ აგრძელებს სოციალურ ქსელში აქტიურობას და გამომწერებს ახლა უკვე პატარა ვიქტორიასთან ერთად გადაღებულ კადრებს უზიარებს. „მე-8 დღე საკეისრო კვეთიდან. მომწერეთ თქვენი გამოცდილებები, დედიკოებო" - წერს ის „ინსტაგრამზე".

საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ალექსანდრას ორსულობის ამბავი, რაც მოდელმა მაყურებლებსა და გულშემატკივრებს სულ ცოტა ხნის წინ გაუმხილა. შემდეგ კი ის სკანდალში საყვარელი მამაკაცის, დავით კოდუასა და მის ოჯახთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო გაეხვა. მოგვიანებით მან საჯაროდ ბოდიშიც მოიხადა.

ალექსანდრა პაიჭაძე ახალ ფოტოებს ორსულობის დროსაც ხშირად უზიარებდა გამომწერებს : „მომენატრება ეს მდგომარეობა... მადლობა საჩუქრებისთვის, მთელ სამყაროს". ალექსანდრას ფოტოებს სოციალურ ქსელში, როგორც ყოველთვის, დიდი გამოხმაურება მოჰყვა: „საოცრებაა ეს გოგო", „ასეთი ლამაზი ორსული არ მინახავს", „სულ სხვანაირად ანათებ" - სწერდნენ მოდელს „ინსტაგრამზე".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×