დახურვა
სტილი
15.11.2021

რუ­სულ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნინო ჩხე­ი­ძე რუ­სეთ­შია და რამ­დე­ნი­მე რეს­ტო­რან­ში კონ­ცერ­ტებს მარ­თავს. მომ­ღე­რა­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ყო­ველ­თვის აქ­ტი­უ­რობს, თუმ­ცა ამ­ჯე­რად რუ­სეთ­ში გა­მარ­თუ­ლი სა­კონ­ცერ­ტო ტურ­ნეს შე­სა­ხებ არა­ფერს წერს.

მომ­ღე­რალს ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე 29 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ არა­ფე­რი გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბია. რო­გორც აფი­შე­ბი­დან ჩანს, ტურ­ნე საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვია, მა­გა­ლი­თად, ეკა­ტე­რინ­ბურ­გში 29 ოქ­ტომ­ბრი­დან და­ი­წყო და 12 ნო­ემ­ბე­რის ჩათ­ვლით გრძელ­დე­ბა.

ანონსში ვკი­თხუ­ლობთ:

"მზი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მარ­გა­ლი­ტი", - ასე უწო­დე­ბენ ულა­მა­ზეს მომ­ღე­რალს ნინო ჩხე­ი­ძეს. სა­ი­დუმ­ლო არ არის, რომ ქარ­თვე­ლე­ბი ძა­ლი­ან ლა­მა­ზად მღე­რი­ან, ამი­ტომ პო­პუ­ლა­რულ ქარ­თველ მომ­ღე­რალს აქვს წარ­მო­უდ­გენ­ლად ხა­ვერ­დო­ვა­ნი ხმა და, მე­ტიც, მიმ­ზიდ­ვე­ლი გა­რეგ­ნო­ბა და კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ხა­სი­ა­თი. მუ­სი­კა­ლუ­რი სამ­ყა­როს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გა­მო­არ­ჩე­ვენ, ეროვ­ნუ­ლი სიმ­ღე­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბის მის ნი­ჭ­სა და თა­ვი­სე­ბურ მა­ნე­რას. ნი­ნოს მომ­ხიბ­ვლელ­მა ღი­მილ­მა კი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრებს მიღ­მა უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის გული მო­ი­ნა­დი­რა. ცე­ცხლო­ვა­ნი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა და ცეკ­ვა გულ­გრილს არა­ვის და­ტო­ვებს. არ გა­მო­ტო­ვოთ ეს უნი­კა­ლუ­რი კონ­ცერ­ტი!“ - წე­რია ანონსში.

ნინო ჩხე­ი­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბას ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვცდი­ლობ­დით, მაგ­რამ, რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, მომ­ღე­რა­ლი 29 ოქ­ტომ­ბრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი მე­დი­ას­თან აღარ ურ­თი­ერ­თობს.

13 ნო­ემ­ბერს მოს­კო­ვის ერთ-ერთ რეს­ტო­რან "მცხე­თა­ში“ მომ­ღე­რალ­მა მო­რი­გი კონ­ცერ­ტი გა­მარ­თა. სა­ღა­მო­ზე, ნინო ჩხე­ი­ძის გარ­და, რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის ჯგუ­ფი "ბრა­ვო მე­ტე­ხი“ მღე­რო­და. ნინო ჩხე­ი­ძეს­თან ერ­თად ტურ­ნე­ში იმ­ყო­ფე­ბა მომ­ღე­რა­ლი ლოლა წე­რე­თე­ლი.

რო­გორც კად­რე­ბი­დან ჩანს, სცე­ნა­ზე, სა­დაც მომ­ღერ­ლე­ბი გა­მო­დი­ან, ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს რუ­კაა და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი.

ერთ-ერთ ვი­დე­ო­ში ნინო ჩხე­ი­ძე სცე­ნა­ზე აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბით აჰ­ყავთ და "ბრა­ვო მე­ტე­ხის“ ერთ-ერთი წევ­რი ეკი­თხე­ბა, ამ­დენ ქვე­ყა­ნა­შია ნამ­ყო­ფი და ასე­თი დახ­ვედ­რა სად­მე თუ უნა­ხავს.

"მე ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ დღეს ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა შედ­გა. დიდი მად­ლო­ბა ასე­თი სით­ბოს­თვის და სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, რა­საც ჩემს მი­მართ გა­მო­ხა­ტავთ. "ბრა­ვო მე­ტე­ხის“ ბი­ჭებს თბი­ლი­სი­დან ვიც­ნობ­დი, მაგ­რამ ახლო მე­გობ­რე­ბი არ ვყო­ფილ­ვართ. რო­დე­საც გა­ი­გეს, რომ მოს­კოვ­ში ჩა­მოვ­დი­ო­დი, ისე გვერ­დში და­მიდ­გნენ, დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა თქვენ, ასე­თი კა­ცო­ბი­სა და გვერ­დში დგო­მის­თვის", - გა­ნა­ცხა­და პა­სუ­ხად ჩხე­ი­ძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×