დახურვა
სტილი
16.11.2021

14 ნო­ემ­ბერს მსოფ­ლი­ო­ში დი­ა­ბე­ტის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მსოფ­ლიო დღე აღი­ნიშ­ნა. ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლა­ზე“ გა­და­ცე­მა "ჩატს" მსა­ხი­ო­ბი სან­დრო კა­კუ­ლია სტუმ­რობ­და.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ეს თემა წლე­ბის წინ პი­რა­დად მას შე­ე­ხო, რო­დე­საც მის 6 წლის გო­გო­ნას პირ­ვე­ლი ტი­პის დი­ა­ბე­ტის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. ელე­ნე ახლა 12 წლი­საა და მა­მას სჯე­რა, რომ მის სრულ­წლო­ვა­ნე­ბამ­დე და­ამ­ტკი­ცე­ბენ წა­მალს, რო­მე­ლიც მი­ნი­მუმ გო­გო­ნას ინ­სუ­ლინ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას მო­უხ­სნის...

"ყვე­ლა­ფე­რი ერთ წამ­ში იც­ვლე­ბა, მთე­ლი სამ­ყა­რო, რო­დე­საც ექი­მი შე­მო­დის და გა­ტყო­ბი­ნებს, რომ თქვენ შვილს აქვს პირ­ვე­ლი ტი­პის დი­ა­ბე­ტი. ეს არის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ინ­სუ­ლინ­და­მო­კი­დე­ბუ­ლი უნდა იყოს, რად­გან ჯერ წა­მა­ლი არ არის გა­მო­გო­ნე­ბუ­ლი. ელე­ნე 6 წლის იყო მისი დი­აგ­ნო­ზის შე­სა­ხებ რომ გა­ვი­გეთ. ერთ ჩვე­უ­ლებ­რივ დღეს, ბავ­შვი რუ­ტი­ნულ ანა­ლიზ­ზე მი­ვიყ­ვა­ნეთ. იმა­ვე სა­ღა­მოს, 9 სა­ათ­ზე, ექიმ­მა სახ­ლში დაგ­ვი­რე­კა, შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ხმა ჰქონ­და, - სას­წრა­ფოდ მო­იყ­ვა­ნეთ ბავ­შვი, ერთ-ერთი ანა­ლი­ზი ძა­ლი­ან არ მომ­წონ­სო.

მახ­სოვს, ბი­ლე­თი მქონ­და აღე­ბუ­ლი და ორ სა­ათ­ში სახ­ლი­დან უნდა გავ­სუ­ლი­ყა­ვი, ჰო­ლან­დი­ა­ში მივფრი­ნავ­დი. ელე­ნეს პირ­ვე­ლი­ვე ჯერ­ზე შა­ქა­რი 500 აღ­მო­აჩ­ნდა, ამ დროს თა­ვად ვერ გრძნობ­და. ეგ­რე­ვე რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში შე­იყ­ვა­ნეს. რო­დე­საც გვი­თხრეს უნდა დავ­ტო­ვო­თო, ძა­ლი­ან მინ­დო­და ნახ­ვა და პა­ნი­კა ავ­ტე­ხე. გა­დას­ხმა­ზე იყო ბავ­შვი შე­ერ­თე­ბუ­ლი, მე კი­დევ გა­რეთ ვი­დე­ქი, ვტი­რო­დი, ვა­კა­კუ­ნებ­დი, ჩემი შვი­ლი მა­ნა­ხეთ-მეთ­ქი. ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი, რომ დრო­ე­ბით ბავ­შვი გა­მო­მიყ­ვა­ნეს. რომ არ მე­ნა­ხა, არ ვიცი რა მე­გო­ნა. ჩა­ვი­ხუ­ტე და ტი­რი­ლი და­ვი­წყე, პირ­ვე­ლად ექ­ვსი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ხუ­თა­სი­ა­ნი შაქ­რით, ბავ­შვმა ყურ­ში ჩამ­ჩურ­ჩუ­ლა, არ ინერ­ვი­უ­ლო, მა, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბაო, აქეთ და­მამ­შვი­და ელე­ნემ. ეს რომ მი­თხრა, მივ­ხვდი რამ­დე­ნად ძლი­ე­რია თვი­თონ. ათი დღე დაგვტო­ვეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან კარ­გი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი გვყავს, პირ­ვე­ლი ღამე რომ გა­თენ­და, პა­ლა­ტა­ში მე, ელე­ნე და ჩემი მე­უღ­ლე ვი­ყა­ვით, ექი­მი რომ შე­მო­ვი­და. მშვი­დი, ცივი სა­ხით, რა­ღაც ფურ­ცე­ლი ეკა­ვა ხელ­ში, ჩვენ ამ დროს სე­რი­ო­ზულ პა­ნი­კა­ში ვართ, არც გვსმე­ნია დი­ა­ბე­ტის შე­სა­ხებ. გვე­უბ­ნე­ბა, თქვენ შვილს პირ­ვე­ლი ტი­პის დი­ა­ბე­ტის დი­აგ­ნო­ზი და­უდ­გინ­და, ინ­სუ­ლინ­და­მო­კი­დე­ბუ­ლია. პირ­ვე­ლი რაც ვკი­თხეთ, რო­გორ და რო­დის მორ­ჩე­ბო­და და რა უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა ამის­თვის, ამ ქალ­მა იმა­ვე­ნა­ი­რად მშვი­დი, წყნა­რი სა­ხით გვი­თხრა, - არა­სო­დეს, ეს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ექ­ნე­ბაო.... შო­კის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდით, სა­მუ­და­მო დი­აგ­ნო­ზით და ნული ინ­ფორ­მა­ცი­ით.

ამ დროს ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა. ჩვენ წარ­მო­ვიდ­გი­ნეთ რო­გო­რი რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და დი­აგ­ნოზ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა. არა­ვინ გვი­თხრა, რომ ეს გა­ნა­ჩე­ნი არ არის. ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს პირ­ვე­ლად რო­გორ მო­გაწ­ვდი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას. თუ კარ­გად მარ­თავ, დი­ა­ბე­ტით ცხოვ­რე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ მი­დის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იმ ექიმ­მა თქვა, რომ ბავ­შვი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ინ­სუ­ლინ­და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბაო, ჩვენ ეს ელე­ნეს­თვის არ გვით­ქვამს. გვჯე­რა, რომ რო­დე­საც ზრდას­რუ­ლი იქ­ნე­ბა, გა­მო­ი­გო­ნე­ბენ რა­ღაც პრე­პა­რატს, რო­მე­ლიც ინ­სუ­ლინ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას მა­ინც მო­უხ­სნის პირ­ვე­ლი ტი­პის დი­ა­ბე­ტის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს. ახლა ელე­ნე 12 წლის არის, რაც დრო გა­დის პრობ­ლე­მე­ბი იკ­ლებს, ვსწავ­ლობთ დი­ა­ბეტ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბას. 10 დღე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რომ ვცხოვ­რობ­დით, იქ გვამ­ზა­დებ­დნენ, მშო­ბელ­თა სკო­ლა­სა­ვით იყო, გვას­წავ­ლიდ­ნენ, რო­გორ უნდა გვე­მარ­თა კლი­ნი­კის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ დი­ა­ბე­ტი. ყვე­ლა­ზე მეტი ცოდ­ნა მა­ინც პრაქ­ტი­კას მო­აქვს. პრობ­ლე­მაა ისიც, რომ ქარ­თულ ენა­ზე ძა­ლი­ან მწი­რი რე­სურ­სე­ბია ინ­ტერ­ნეტ­ში, ახლა ყვე­ლა პრო­დუქტზე ვით­ვლით ნახ­შირ­წყლებს. ასე­ვე საკ­მა­ოდ რთუ­ლია ინ­სუ­ლი­ნის დო­ზი­რე­ბა, პირ­ვე­ლი ტი­პის დი­ა­ბე­ტის დროს..." - სან­დრო კა­კუ­ლია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×