დახურვა
სტილი
17.11.2021

სამეჯლისო ცეკვების შემსრულებლები, რატი გაჩეჩილაძე და კარინა ლისენკო დაქორწინდნენ. ამ სიახლის შესახებ რატიმ ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა.

პირადში ყველაფერი კარგად არის. მას შემდეგ, რაც ჩემს ცხოვრებაში კარინა ლისენკო გამოჩნდა, ყველაფერი ბედნიერად არის. ჩვენი სიყვარული 6 წელია, გრძელდება. ის უკვე ერთი წელია, ჩემი ცოლი გახდა.

კარინა ჩემი ნომერი პირველი მეგობარია. როდესაც გვერდით ასეთი ადამიანი ჰყავს, ყველაფერი ბედნიერებაა…

გაჩეჩილაძეების სამეჯლისო ცეკვების დინასტიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მშობლების, თენგიზ და ლარისა გაჩეჩილაძეების ტრადიციებს მათი სტუდია აგრძელებს, „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობა კი მისთვის, როგორც პროფესიონალი მოცეკვავისთვის, დიდი აზარტია.

როგორც რატი აღნიშნავს, დედის, ლარისა გაჩეჩილაძის გარდაცვალების შემდეგ, მეუღლესთან, კარინა ლისენკოსთან ერთად, მამასთან გადავიდა საცხოვრებლად:

„ძალიან გვიყვარს ერთმანეთთან საუბარი და ცეკვების თითოეული ტურის შემდეგ ყოველთვის მაინტერესებს მისი შეფასება. მუდამ მაგარ იდეებს მაწვდის. ახალ სტუდიაში გადმოვედით და როდესაც მამა პირველად შემოვიყვანეთ, ისე მოეწონა, თქვა, ევროპაშიც კი არ მინახავს ასეთი საცეკვაო დარბაზებიო. ახალი სტუდია მთლიანად მე და ჩემმა ძმამ გავაკეთეთ. იმდენად გვინდოდა კარგი გამოსულიყო, რომ მე და გიგი სარემონტო სამუშაოებშიც ვიყავით ჩართული.

წყარო: ჟურნალი „სარკე“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×