დახურვა
სტილი
19.11.2021

მსახიობი ნატა ბერეჟიანი ფართო საზოგადოებამ პოპულარულ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაიცნო, სადაც ერთ-ერთ სახასიათო როლს ასრულებს. მას შემდეგ ის არაერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში, განსაკუთრებული ინტერესის საგანი კი მისი ოჯახი და პირადი ცხოვრებაა.

"დათუნა 22 წლის ასაკში გამიჩნდა. დედობა ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი მოვლენაა, რომელსაც არ ვნანობ და დარწმუნებული ვარ, რომ არ შევცდი. ადამიანს ყველაფერში შეიძლება ეჭვი შეგეპაროს - პროფესიის არჩევაში, სახლის შეძენაში, თუნდაც შენი მეორე ნახევრის არჩევაში... დედობა ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, ჩემთვის დანარჩენი უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია" - ამბობდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში.

ამჯერად ნატა სწორედ შვილის ფოტოს აქვეყნებს და მას დაბადების დღეს ულოცავს: „გილოცავ, ჩემო სიყვარულო. ნათელი, ბედნიერი და თავგადასავლებით სავსე ცხოვრება გქონოდეს. შენი არსებობით წარმოუდგენელ ძალას მმატებ და მადლობა ამისთვის" - წერს მსახიობი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×