დახურვა
სტილი
20.11.2021

ულამაზეის მოდელი, „მის საქართველო" ჯანეტ ქერდიყოშვილი სოციალურ ქსელში გარდაცვლილი დის, ანეტას ფოტოებს აზიარებს: „ჩემი დაიკო დღეს 20 წლის გახდებოდა... ჩვენი პატარა ანგელოზი ანეტა" - წერს ის.

დის გარდაცვალების შესახენ ჯანეტ ექრდიყოშვილმა არაერთ ინტერვიუში ისაუბრა: "დე­დამ და მა­მამ ერ­თმა­ნე­თი რუ­სეთ­ში გა­იც­ნეს, იქვე შექ­მნეს ოჯა­ხი და ვი­ნა­ი­დან მეც იქ და­ვი­ბა­დე, ცხა­დია, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მო­მე­ნი­ჭა. მა­მას ძა­ლი­ან უნ­დო­და, მისი შვი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში გაზ­რდი­ლიყ­ვნენ და სას­კო­ლო ასა­კის გავ­ხდი თუ არა, აქ ჩა­მო­ვე­დით. სკო­ლა­ში რომ მი­ვე­დი, ქარ­თუ­ლი არ ვი­ცო­დი, მაგ­რამ ნელ-ნელა ვის­წავ­ლე. მამა ხან სა­ქარ­თვე­ლო­ში მუ­შა­ობ­და, ხა­ნაც - მოს­კოვ­ში და მთე­ლი ოჯა­ხი მას დავ­ყვე­ბო­დით - ანუ ხან იქ ვცხოვ­რობ­დით, ხან აქ. ბოლო ერთი წელი რუ­სეთ­ში, ქარ­თულ სკო­ლა­ში ვის­წავ­ლე, იქვე ჩა­ვა­ბა­რე უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბი და მერე სა­ბუ­თე­ბი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გად­მო­ვი­ტა­ნე. - ეს სიც­რუ­ეა! სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად 1993 წელს ჩა­მო­ვე­დი, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ვი­ღე და ქარ­თუ­ლი პას­პორ­ტიც მქონ­და, 2010 წელს კი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა შე­იც­ვა­ლა, ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად პრე­ზი­დენ­ტის ნე­ბარ­თვა გამ­ხდა­რა სა­ჭი­რო, მე კი ეს არ ვი­ცო­დი; უფრო მე­ტიც, ვიდ­რე ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ერთი ამ­ბა­ვი არ ატე­ხეს, ისიც არ ვი­ცო­დი, რომ ჩემი ქარ­თუ­ლი პას­პორ­ტი გა­უქ­მე­ბუ­ლი იყო. მა­შინ თით­ქოს, ყვე­ლამ ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ შეკ­რა პირი. დამ­რჩა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ მხო­ლოდ მე და ია კიწ­მა­რიშ­ვილს გვინ­დო­და, "მის მსოფ­ლი­ო­ზე" სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც წა­სუ­ლი­ყო.

კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბი­დან მე­სა­მე დღეს ჩემს ოჯახს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მთე­ლი არ­მია შე­მო­ე­სია. გა­ი­გეს, რომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ვი­ყა­ვი და კო­მენ­ტარს გვთხოვ­დნენ ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით... ჩემს პა­ტა­რა დას ვაფრ­თხი­ლებ­დით, - ფან­ჯა­რას­თან არ მიხ­ვი­დე, კარი არა­ვის გა­უ­ღო-თქო. მე­სა­მე დღეს მე და დედა ქა­ლაქ­ში გა­ვე­დით, ანე­ტას­თან კი ჩემი ძმა დარ­ჩა. თურ­მე ის მა­ღა­ზი­ა­ში, ტკბი­ლე­უ­ლის სა­ყიდ­ლად ჩა­სუ­ლა, ამ დროს კარ­ზე ვი­ღა­ცას ზარი და­უ­რე­კავს და ანე­ტას ფან­ჯა­რა­ში გა­და­უ­ხე­დავს, რომ ძმის­თვის და­ე­ძა­ხა, მაგ­რამ რო­გორ ჩანს, წო­ნას­წო­რო­ბა და­კარ­გა და გად­მო­ვარ­და.

დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის შემ­დეგ თავს მარ­თლაც, ტრა­გე­დია დაგ­ვა­ტყდა. ანე­ტა დედ­მა­მიშ­ვი­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა იყო და ძა­ლი­ან ვა­ნე­ბივ­რებ­დით. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ "მის მსოფ­ლი­ოს" კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი ვთქვი, მაგ­რამ ბო­ლოს, ისევ მის გამო გა­ვემ­გზავ­რე: გა­ვიხ­სე­ნე, თუ რო­გორ იკე­თებ­და ჩემს ლენტს, რო­მელ­ზეც "მის სა­ქარ­თვე­ლო" ეწე­რა; ამ­ბობ­და, - მე ვარ ანე­ტა ქერ­დი­ყოშ­ვი­ლი, "მის სა­ქარ­თვე­ლოო". მე­კი­თხე­ბო­და, - ინ­გლის­ში რომ წახ­ვალ, ტე­ლე­ვი­ზორ­ში ხომ გნა­ხა­ვო? მთხოვ­და, კონ­კურ­სზე წა­სულს ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან მის­თვის ხელი და­მექ­ნია..." - იხსენებს ჯანეტ ქერდიყოშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×