დახურვა
სტილი
22.11.2021

მომღერალ ნინი ქარსელაძის ოჯახში ტრაგედია მოხდა. როგორც თავად მომღერალი ჟურნალ თბილისელებთან საუბრისას აღნიშნავს, მას დეიდაშვილი გარდაეცვალა.

„ვინც ამ დაავადებას შეჯახებია, ყველა ელოდება მომენტს, როდესაც მასზე გამარჯვების შეგრძნებას გამოცდის. ჩვენ ამას სამი წელი ველოდით და ეს დღეც დადგა.მაგრამ, მართალი გითხრათ, ეს ის სიხარული არის იყო, რომელიც უნდა ყოფილიყო, რადგან ხათუნას ანალიზების გაგებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩემი დეიდაშვილი დაიღუპა ავარიაში. ამ ტრაგედიის გამო სრულიად განადგურებულები ვიყავით.მაგრამ, კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ჩვენ მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს. უნდა გენახათ, როგორ ელოდებოდა დეიდაჩემი გამოკვლევებიდან ხათუნას დაბრუნებას. უნდა გენახათ, როგორი იყო მათი შეხვედრა. მათი პირველი შეხვედრით გამოწვეული ემოციები ჩემი მეხსიერებიდან არ ამოვა. დეიდაჩემი, რომელმაც ერთადერთი შვილი დაკარგა და დედა, ორივე ისე ტიროდნენ, ყველა ძალიან დიდ განცდებში ვიყავით, მაგრამ ჩვენი მეგობრები და ახლობლები ძალიან დაგვიდგნენ გვერდით“,- ამბობს ნინი ქარსელაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×