დახურვა
სტილი
23.11.2021

ნანულის და გურამის წყვილი გახსოვთ? რანაირად არ გახსოვთ - ჰო, ჰო, დედაშენი, დედაშენი... ნეტავ, რუსიკო მომეყვანა ცოლად... ახლა უნდა მანერვიულო... - იმედია გაგახსენდათ, ვანო ჯავახიშვილის მიერ შესრულებული პერსონაჟი გურამა და მისი უკვდავი მეუღლე ნანული, რომლის როლსაც მიშა ანდღულაძე ასრულებდა.

ჰოდა, პატარა გიუნა გახსოვთ, რომელიც ვანო ჯავახიშვილს გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა?

ამ პატარა ბიჭს გადაცემებში ხშირად ეპატიჟებოდნენ და სახალისო სკეტჩებსაც დგამდნენ.

იმდენად დიდი იყო მსგავსება მცირეწლოვან ბავშვსა და მსახიობ ვანო ჯავახიშვილს შორის, რომ ბავშვმა პოპულარობა მალევე მოიპოვა. ბევრს ის ვანოს შვილიც კი ეგონა. ბავშვი „კომედი ჯგუფის“ საახალწლო კონცერტებშიც ხშირად მონაწილეობდა.

ის დიდი ხანია საზოგადოებას აღარ უნახავს და არც ტელეეკრანზე უხილავს მაყურებელს.

გთავაზობთ ახალ ფოტოს სოციალური ქსელიდან, სადაც პატარა გიუნა სრულიად შეცვლილია და სულაც აღარ ჰგავს ვანო ჯავახიშვილს.

წყარო: დაიჯესტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×