დახურვა
სტილი
30.11.2021

მუსიკოს ირაკლი ჩარკვიანის ქალიშვილი, ნანა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში მშობლების ფოტოებს აქვეყნებს და დედას, ქეთათოს დაბადების დღეს ულოცავს: „ვულოცავ დაბადების დღეს მშვენიერ ლედის, მიყვარხარ“ - წერს ნანა.

ირაკლი ჩარკვიანი 17 წლის იყო, როცა პირველად ქეთი ქობულიაზე იქორწინა. მისი მეორე მეუღლე, რომელიც წარმოშობით რუსი იყო, მან გაგრაში გაიცნო. სწორედ მასთან შეეძინა პირველი შვილი, მაქსიმე. მოგვიანებით კი ირაკლიმ ურთიერთობა ქეთათო პოპიაშვილთან წამოიწყო. მაშინ ქეთათო 17 წლის იყო. წყვილი ყოველთვის გამოირჩეოდა არაორდინალური სტილითა და გარეგნობით. ისინი ვერაზე ცხოვრობდნენ და, 

როგორც არაერთ ინტერვიუში აღნიშნავდნენ, ნანას დაბადებამ მათი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×