დახურვა
სტილი
30.11.2021

2021 წლის 4 დეკემბერს, მზის სრული დაბნელებაა. Тimeanddate-ის მონაცემებით, მისი ნახვა მსოფლიოს რამდენიმე ადგილიდან იქნება შესაძლებელი.

ამ კვირის მზის დაბნელება უჩვეულო მოვლენად ითვლება, რადგან დაბნელება აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გადაინაცვლებს დასავლეთ ანტარქტიდის გავლით. დაბნელებათა უმეტესობა კი, როგორც წესი, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიემართება ხოლმე. მისი ნახვა შესაძლებელი იქნება ანტარქტიდიდან, სამხრეთ აფრიკიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრალიიდან, ატლანტის, ინდოეთის და წყნარი ოკეანეების სამხრეთ ნაწილებიდან. დაბნელების სრული ფაზა 1 წუთი 54 წამი გაგრძელდება. როდესაც მზე ჰორიზონტზე ამოვა, მის ნაწილს მთვარე გადაფარავს. ეს ხდება მაშინ, როდესაც მთვარე ორბიტაზე მოძრაობისას დედამიწიდან ძალიან შორსაა და შესაბამისად, ცაზე მზეზე უფრო პატარა ჩანს. სწორედ ზომის ეს პატარა სხვაობა განაპირობებს იმას, რომ მზე რგოლისებურად ბნელდება და არა სრულად. სრულად დაბნელების დროს, მთვარე ჩვენთან ახლოს არის და ცაში ზუსტად ჩვენი დედავარსკვლავის ზომის ჩანს. როგორ მოქმედებს მზის დაბნელება ადამიანზე და რას უნდა ველოდოთ ამ დღეს. მზის სრული დაბნელება, რომელიც 4 დეკემბერს ხდება, ბოლო იქნება ტყუპები-მშვილდოსნის ღერძზე. შემდეგი ასეთი დაბნელება, ასტროლოგების პროგნოზით, მხოლოდ 2029 წლის დეკემბერში მოხდება. ასტროლოგების პროგნოზით, დეკემბრის დაბნელება მშვილდოსნის ენერგიებს ააქტიურებს. ეს ნიშნავს ახალ დასაწყისს და იგი ხელსაყრელი იქნება შემოქმედებითი თვალსაზრისით. ამ პერიოდის განმავლობაში, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია შიშების დაძლევა, ისწავლეთ გაცემა, გასცდით შაბლონებს და მოძველებულ ტრადიციებს. გახსოვდეთ, რომ ეს პერიოდი ცვლილებებისათვის არათუ ხელსაყრელია, არამედ პირდაპირ მოგიწოდებთ ამისაკენ. რა არ უნდა გააკეთოთ მზის დაბნელების დღეს არსებობს გარკვეული რეკომენდაციები, რომელთა დაცვასაც ასტროლოგები გვირჩევენ.

არ არის რეკომენდებული:

🔘კამათი და კონფლიქტში შესვლა

🔘ნუ ატარებთ ავტომობილს გადაღლილი

🔘არ შეიჭრათ თმა

🔘არ არის რეკომენდებული ახალი ბიზნესის დაწყება

🔘სამუშაოს შეცვლა

🔘ქირურგიული ოპერაციების გაკეთება

🔘ახალ სახლში/ქალაქში/ქვეყანაში გადასვლა

🔘არ ჭამოთ ზედმეტი

🔘მოერიდეთ ინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას

🔘რა უნდა გააკეთოთ მზის დაბნელების დღეს:

🔘გადაყარეთ ძველი, არასაჭირო ნივთები, გაასუფთავეთ სივრცე ცვლილებების პოზიტიური ენერგიისათვის.

ამ დღეს რეკომენდებულია:

🔘თავიდან აიცილოთ სტრესი

🔘ცუდ ჩვევებზე უარის თქმა

🔘მეტი დასვენება, საკმარისი ძილი;

🔘გასეირნება;

🔘მედიტაცია. 4 დეკემბერს სრული დაბნელება დახურავს ეგრეთ წოდებულ დაბნელების დერეფანს - პერიოდს „სისხლიან მთვარეს“ და „შავ მზეს“ შორის. შემდეგი მზის დაბნელება 2022 წლის 30 აპრილს მოხდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×