დახურვა
სტილი
01.12.2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ორგანიზაციის “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე “ფეისბუკის” პირად გვერდზე წერს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში, აუცრელი მოქალაქეები სოლიდური თანხით დაჯარიმდებიან.

“სამწუხაროდ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და შეგნება ყველგან ერთნაირი არ არის. მაგალითად საქართველოში 80%-მა ვერ შეიგნო და არც აპირებს შეგნებას.

ევროპაშიც ეს დიდი გამოწვევაა, მაგრამ არა ისეთი კატასტროფული.

ავსტრია იყო პირველი ქვეყანა სადაც კოვიდ ვაქცინაცია გახდა სავალდებულო. დიახ, 1 თებერვლამდე ვინც არ აიცრება დაჯარიმდება 4000$.

დღეს საბერძნეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ყველა მოქალაქე ვინც არის 60 წლის ზემოთ უნდა აიცრას 2022 წლის 15 იანვრამდე. ვინც არ აიცრება ჯარიმა არის 114$ ყოველ გადაცილებულ თვეზე“,- წერს, გიორგი ფხაკაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×