დახურვა
სტილი
03.12.2021

ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი და ეკა მამალაძის ქალიშვილი ნატალია ქუთათელაძე რამდენიმე თვის წინ პირველი შვილის დედა გახდა. მას და მის რჩეულს, აჩიკო ჯაფარიძეს, ბიჭი, სახელად სანდრო შეეძინათ. როგორც ნანი ბრეგვაძე აღნიშნავს, პატარა სანდრო მამას ჰგავს: „ბავშვობის ფოტოების მიხედვით, მამას ჰგავს, ნატალიკოსი ჯერერობით არაფერი აქვს, მაგრამ ბავშვები ძალიან ხშირად იცვლებიან... ნატალიკო არაჩვეულებრივი დედაა, სასწაული! არავის არაფერს არ აკეთებინებს, თვითონ არის მთავარ როლში! ძიძა არ გვყავს, ან რაღა საჭიროა?! ეკა სულ გადაგებულია, ნატალიკოს მამიდა მარიკა, მართლაც გადარეული მამიდაა და ჯერჯერობით ძიძის გარეშე მშვენივრად გავდივართ. როდესაც ნატალიკოს გადაღება ან სცენაზე გასვლა აქვს, ეკა და ნატალიკოს მამიდა, მარიკა მიდიან და ბავშვის მოვლაში ძალიან ჩართულები არიან" - ამბობდა ნანი ბრეგვაძე mshoblebi.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში. „არ მეშინია, ცალკე რომ ცხოვრობენ და პატარა ბავშვი ჰყავთ. კიდევ ორი ძაღლიც ჰყავთ. ჩვენთან, საბედნიეროდ, ძალიან ახლოს არიან და ეს დიდი კომფორტია. ჩვენიდან მათი სახლიც ჩანს. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ სასწაული, გადასარევი მამაა ნატალიკოს მეუღლეც!" - თქვა ნანი ბრეგვაძემ.

ნატალიკო შვილის ფოტოებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს, პატარა სანდრო კი მშობლების მეგობრებისა და გულშემატკივრებისგან ყოველთვის დიდ სიყვარულს იმსახურებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×