დახურვა
სტილი
17.05.2022

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ფორტუნას“ ეთერში, აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც 2021 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დღემდე მთელ მსოფლიოში გავრცელდა და ასეთი 450 შემთხვევაა გამოვლენილი. ჯანდაცვის სპეციალისტები აცხადებენ, რომ ახალი ტიპის მწვავე ჰეპატიტი 10 წლამდე ასაკის ბავშვებში ვრცელდება.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის ივანე ჩხაიძის განმარტებით, ჯერჯერობით საქართველოში აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტის საეჭვო შემთხვევა არ დაფიქსირებულა და როგორც მან განმარტა, თუ მსგავსი შემთხვევა იქნება ლუგარის ლაბორატორიაში ამის დადგენა შესაძლებელი იქნება.

პროფესორის თქმით, ჰეპატიტის წარმოშობის ერთ-ერთ ვერსიად წარსულში გადატანილი კოვიდინფექცია სახელდება, თუმცა ეს დადასტურებული არ არის და ამასთან დაკავშირებით მსოფლიო ჯანდაცვის ექსპერტები კვლევებს ატარებენ.

რაც შეეხება ჰეპატიტის მკურნალობას, ჩხაიძე განმარტავს, რომ აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტის მკურნალობა 450 დადასტურებული შემთხვევიდან უმეტეს შემთხვევაში მედიკამენტით მოხდა და ეს მედიკამენტი მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში ხელმისაწვდომია. ღვიძლის გადანერგვა ჩხაიძის თქმით, 29 პაციენტთან გახდა აუცილებელი.

„დღეისათვის მსოფლიოს მხოლოდ 25 ქვეყანაშია დაფიქსირებული აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტის შემთხვევა. სულ 450 შემთხვევაა – რვა თვის განმავლობაში ასეთი მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ ეს არა არის სწრაფად გავრცელებადი. შესაძლებელია ერთეული შემთხვევები კიდევ დაფიქსირდეს, მაგრამ ალბათობა იმისა, რომ ეს გახდეს სერიოზული გამოწვევა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის, არის ძალიან დაბალი. 

ალბათობა იმისა, რომ საქართველოში გამოჩნდეს, არსებობს, მაგრამ ძალიან ცოტა, რადგან აპრილი იყო პიკი აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტის გავრცელების.

450 შემთხვევა არ ნიშნავს, რომ ამაზე მეტი არ ფიქსირდება. შეიძლება იყო შემთხვევა, რომელიც ყურადღების მიღმაც დარჩა, რადგან ძალიან ბევრია უმნიშვნელო სიმპტომებით მიმდინარე შემთხვევა. შესაძლოა მშობელს უბრალოდ გამოეპარა, ან აღარ იყო უკვე მკვეთრად გამოხატული სიყვითლე, არ გაკეთებულა ანალიზები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×