დახურვა
სტილი
27.09.2022

რამ­დე­ნი­მე დღის წინ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თბი­ლის­ში პიტ ბული ადა­მი­ა­ნებს და­ეს­ხა თავს. მან სამი ადა­მი­ა­ნი დაკბი­ნა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა კი ძაღლს შვი­დი ტყვია ეს­რო­ლეს და მოკ­ლეს იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სა­სი­ცო­ცხლო ზი­ა­ნი არ მი­ე­ყე­ნე­ბი­და და რო­გორც აცხა­დებ­დნენ, იმ მო­მენ­ტში სხვა გზა არ არ­სე­ბობ­და.

ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ამ ჯი­შის ძაღ­ლი ადა­მი­ა­ნებს და­ეს­ხა თავს, ყო­ვე­ლი­ვემ კი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დის­კუ­სი­ას და­უ­დო სა­ფუძ­ვე­ლი იმის შე­სა­ხებ, უნდა იყოს თუ არა პიტ ბუ­ლის ყოლა დაშ­ვე­ბუ­ლი, თუ უნდა აიკ­რძა­ლოს, ან და­წეს­დეს გარ­კვე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი მის მოვ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

პიტ ბულ ტე­რი­ე­რი დღეს­დღე­ო­ბით ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე აგ­რე­სი­ულ ძაღ­ლის ჯი­შად მი­იჩ­ნე­ვა, რომ­ლის შე­უ­პო­ვა­რი ხა­სი­ა­თი სის­ტე­მა­ტურ წვრთნას მო­ი­თხოვს ლეკ­ვო­ბი­დან­ვე, რათა პატ­რონ­მა შემ­დეგ ძაღ­ლის მო­თოკ­ვა და აგ­რე­სი­უ­ლი ფო­ნის გა­კონ­ტრო­ლე­ბა შეძ­ლოს. ამის გამო მისი ყოლა არა­ერთ ქვე­ყა­ნა­შია აკ­რძა­ლუ­ლი.

არ არ­სე­ბობს მეც­ნი­ე­რუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ ამ ჯი­შის ძაღ­ლე­ბი სხვებ­ზე უფრო აგ­რე­სი­უ­ლე­ბი არი­ან. ცხო­ველ­თა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ თუ პიტ­ბუ­ლი აგ­რე­სი­უ­ლია, ეს შე­სა­ბა­მი­სი წვრთნის ბრა­ლია.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ როტვე­ი­ლე­რებს, დო­ბერ­მა­ნებ­სა და გერ­მა­ნულ ნა­გა­ზებ­საც მსგავ­სი რე­პუ­ტა­ცია აქვთ, თუმ­ცა სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში აკ­რძალ­ვა და რე­გუ­ლა­ცია უფრო მე­ტად პიტ ბულ­ზე ვრცელ­დე­ბა.

რა­ტომ არის ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში პიტ ბულ ტე­რი­ე­რის ყოლა აკ­რძა­ლუ­ლი?

პიტ ბუ­ლებს ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლი იმის­თვის ირ­ჩევს, რომ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მო­გე­ბა ნა­ხოს პიტ ბუ­ლე­ბის ჩხუ­ბით და ვი­საც ძაღ­ლი ამ მიზ­ნით ჰყავს, ისე წვრთნის, რომ უფრო მე­ტად აგ­რე­სი­უ­ლი გა­ხა­დოს.

ეს აქ­ტი­ვო­ბა არა­ლე­გა­ლუ­რია და ხში­რად გამ­ხდა­რა პიტ ბუ­ლე­ბის აკ­რძალ­ვის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი. ხში­რია შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩხუ­ბის­თვის გაზ­რდი­ლი პიტ ბული თავს ეს­ხმის ადა­მი­ა­ნებს და და­ზი­ა­ნე­ბებს აყე­ნებს მათ.

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში სა­სა­მარ­თლო წყვეტს, მის­ცეს თუ არა ადა­მი­ანს პიტ ბუ­ლის ყო­ლის უფ­ლე­ბა. ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ ძაღ­ლის ფი­ზი­კურ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს. თუ სა­სა­მარ­თლო და­უშ­ვებს, რომ მე­პატ­რო­ნეს შე­უძ­ლია იყო­ლი­ოს პიტ ბული, ცხო­ველს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ეკე­თოს ალი­კა­პი, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ად­გი­ლებ­ში სა­ყე­ლუ­რით უნდა ატა­როს პატ­რონ­მა, იყოს და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, და­ზღვე­უ­ლი, სტე­რი­ლი­ზე­ბუ­ლი, ტა­ტუ­ი­რე­ბუ­ლი და ჰქონ­დეს მიკ­რო­ჩი­პის იმპლან­ტი.

ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც პიტ ბუ­ლის ყოლა აკ­რძა­ლუ­ლია

ზოგ ქვე­ყა­ნა­ში სრუ­ლი­ად აკ­რძა­ლუ­ლია პიტ ბუ­ლის ყოლა, ზო­გან კი მხო­ლოდ გარ­კვე­ულ რე­გი­ო­ნებ­ში კრძა­ლა­ვენ.

ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც სრუ­ლი­ად იკ­რძა­ლე­ბა პიტ ბუ­ლის ყოლა, გამ­რავ­ლე­ბა და ქვე­ყა­ნა­ში შეყ­ვა­ნა, არის: ნი­დერ­ლან­დე­ბი (კა­ნო­ნი 1991 წელს შე­ვი­და მოქ­მე­დე­ბა­ში), საფ­რან­გე­თი (2000 წლი­დან), გერ­მა­ნია (2001 წლი­დან), იტა­ლია (2004 წლი­დან), და­ნია (2010 წლი­დან) და ვე­ნე­სუ­ე­ლა (2014 წლი­დან აკ­რძა­ლეს).

ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც უმე­ტეს ქა­ლა­ქებ­ში აკ­რძა­ლუ­ლია, მაგ­რამ გარ­კვე­ულ რე­გი­ო­ნებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია პიტ ბუ­ლის ყოლა, არის: კა­ნა­და, არ­გენ­ტი­ნა, ბა­ვა­რია, ფი­ნე­თი, ირ­ლან­დია, ის­რა­ე­ლი, ლატ­ვია, მა­ლა­ი­ზია, ნორ­ვე­გია, რუ­მი­ნე­თი, რუ­სე­თი, ეს­პა­ნე­თი, თურ­ქე­თი, უკ­რა­ი­ნა, დიდი ბრი­ტა­ნე­თი...

ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნას მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე რე­გი­ონ­ში აქვს ეს აკ­რძალ­ვა. ესე­ნია: ია­პო­ნია, ავ­სტრია, ბელ­გია, ბრა­ზი­ლია, ჩი­ნე­თი და კა­ნა­და.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×