დახურვა
სტილი
29.09.2022

გარდაცვლილი მომღერლის ლევან კბილაშვილის დედა, მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და შვილის შესახებ ემოციურ ამბავს იხსენებს. მისი თქმით, ლევანი ყველა სიმღერას ქართული დროშით მღეროდა.

„მსოფლიო დონის მუსიკოსები. ადამიანები, რომლებმაც ძალიან მძიმე პირობებში, სულ რაღაც ერთ წელში შექმნეს და შეძლეს ის, რასაც მთელი ცხოვრება ვერ ახერხებენ!!! იმდენად დიდი იყო ლევანის მიმართ პატივისცემა, რომ ერთი წუთით, ერთი სიტყვით არ უგრძნობინებიათ რომ სცენაზე, სადაც ლევანიკო მუდამ ქართული დროშით მღეროდა, მათ რაიმე უხერხულობას უქმნიდა. პირიქით, ეს ბიჭებიც ქართულად მღეროდნენ, ერთი შეხედვაც საკმარისი იყო და უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის. დღეს მათ დარწმუნებული ვარ ძალიან უჭირთ იმ რეალობასთან შეგუება რის წინაშეც დგანან, მაგრამ მაინც ახერხებენ იმას, რომ ამ რეალობაშიც მათთან ერთად იყოს ლევანი, გააკეთეს შეუძლებელი.

პეტერბურგში ჩაატარეს ლევანისთვის მიძღვნილი კონცერტი და ემზადებიან მოსკოვში გრანდიოზული საღამოსთვის და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს სრულიად უცხო ადამიანებმა მხარი დაუჭირეს და გამოთქვეს სურვილი რომ ეს საღამო შედგეს....ყოველი კონცერტის შემდეგ მაშინვე ვურეკავდი, ერთი საღამოც არ მახსენდება, რომ მას პასუხი არ გაეცა და სიხარულით არ ეთქვა - „დე, ძალიან მაგრად ვიმღერე... გავაგიჟეთ ყველა" - ჩემი პირველი სიტყვა კი იყო - „ბიჭებს მიულოცე და მადლობა უთხარი-დე"!!!" - წერს მელიტა ფურცელაძე და ფოტოს აქვეყნებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×