დახურვა
სტილი
30.09.2022

მომღერალი, ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და იმ ადამიანებს პასუხობს, რომლებიც მას წონაში მომატების გამო აკრიტიკებენ.

"მოკლედ, მეგობრებო, ამ ბოლო ვიდეოებზე უამრავი კომენტარი მომდის თუ როგორ გავსუქებულვარ, კუპატი, უი უი როგორ გასუქებულა და ასე შემდეგ კომენტარები, ზოგიც ამერიკულ ფასტ ფუდს მაბრალებს და ა.შ. ბოლო ორი წლის განმავლობაში ალბათ ერთი წისქვილის ქვა არ მობრუნდა ჩემს კისერზე, თორე დანარჩენი ყველაფერი მოხდა. ვიყავი ძალიან მძიმე დეპრესიაში, რაც რათქმაუნდა თქვენთვის არ მიგრძნობინებია. მყავდა ფსიქიატრი და ვიყავი ანტიდეპრესანტებზე გარკვეული პერიოდი. სტრესის ფონზე დამემართა ჩიყვი, ანუ ფარისებრის პრობლემა რამაც გამოიწვია ჩემი წონაში სერიოზულად მომატება. პლიუს ინსულინის რეზისტენცია სისხლში. დავიწყე მკურნალობა და იმედია ისევ მალე ჩავდგები ფორმაში. დიდი მადლობა რომ მგულშემატკივრობთ

პ.ს ზედმეტი კილოგრამებითაც შეიძლება ადამიანი ლამაზი და კარგი იყოს.

ჩემი მხარდაჭერა პუტკუნებს!

Have a nice day guys! Stay positive and positive things will happen!

ეს ჩემი პირადი ენდოკრინოლოგია და ვისაც გჭირდებათ მიმართეთ! The one and only ლაშა უცავა

ეს ფსიქიატრი მარი მენთეშაშვილი, ლავ იუ", - წერს შერმადინი.

tia.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×