დახურვა
სტილი
03.11.2022

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში მსახიობ, თამარ მაყაშვილის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და მას მხარდაჭერას უცხადებს.

"წლების წინ გავიგე რომ მეეზოვედ მუშაობდა და გადაცემაში გადავიღეთ მისი პორტრეტი. დილის 6 საათზე, როცა თბილისს ნარჩენებისგან ასუფთავებდა, ისეთ როლში იყო, ისე იხდენდა ფორმას, სამსახურს. ისე მოსწონდა რასაც აკეთებდა

მას შემდეგ სადაც არ უნდა ვნახო, რომელ ეთერშიც, ბედნიერი მეეზოვე მახსენდება.ბოდიშს და სინანულს უნდა ჰქონდეს აზრი ამ ქვეყანაში, მაგრამ როცა თეატრი ნუკრი ქანთარიას ხელშია, ჩამოხრჩობა და დახვრეტა უფრო ლოგიკური განაჩენია.ჩემი მხარდაჭერა ბედნიერ მეეზოვეს, Tamara Makashvilis", - წერს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ გადაცემა „ჩვენი ოჯახის" ერთ-ერთი სტუმარი მსახიობი თამარ მაყაშვილი იყო, რომელმაც მან პირდაპირ ეთერში ასეთი ფრაზა წარმოთქვა: „გავიხედე და კატოს აცვია ხულელი ბავშვით, ეს საშინელი, ბეშუმური კაბა".

მოგვიანებით, მსახიობმა ნათქვამის გამო ბოდიში მოიხადა. 1-ელ ნოემბერს ცნობილი გახდა ბათუმის დრამატული თეატრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად მაყაშვილი მის მიერ გამოთქმულის გამო, რეპერტუარიდან ჩახსნეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×