დახურვა
სტილი
07.11.2022

მოდელი, კესარია აბრამიძე "პრაიმტაიმთან" თავის მოვლის საშუალებებზე საუბრობს.

"თავის მოვლაზე როცა ვსაუბრობ, სულ ვუსვამ ხაზს, რომ გენეტიკის დამსახურებაა. დედაჩემს სულ სწყინს როცა ვამბობ, მაგრამ 55 წლისაა და შესანიშნავ ფორმაში და ტანზეა. გენეტიკურად სიმსუქნისკენ მიდრეკილება არ მაქვს. ვჭამ მართლა ტონას, 24 საათი და არ ვსუქდები. ქართულ კერძებზე ვგიჟდები: მწვადები, ხინკლები, ყველაფერს მივირთმევ. მაქსიმუმ, შეიძლება 2 კილო მოვიმატო. ვარჯიში 1 თვის წინ დავიწყე, 10 დღეში საოცარ ფორმაში ჩავდექი. პატარა რამეზეც რომ ვინერვიულო, უკვე 5 კილო მაქვს დაკლებული.ვცდილობ, ადრე დავიძინო, 12-ზე უკვე საწოლში ვიყო და მოწესრიგებული მქონდეს რეჟიმი, წყლის დალევაა აუცილებელი. თუ კარგად გძინავს, ბევრ წყალს მიიღებ და ცოტა სპორტსაც ჩართავ, ცოტა კვებასაც გააკონტროლებ, ფორმაში ხარ და 100-წლიანი ხარ. ადრე თუ იყო, რომ ადამიანი მაქსიმუმ, 60 წელს ცოცხლობდა, ახლა განვითარებულ ქვეყნებში ძალიან ნორმალურია 90-100 წლამდე ცხოვრება, თანაც, საკმაოდ კარგ ფორმაში. ამისთვის კი ბევრი გარემოება არსებობს - ვიცხოვროთ დიდი ხანი, ლამაზად.

ყველაფერი მაინც ემოციური, შინაგანი განწყობაა, ფსიქოლოგია. ტვინში თუ აძლევ უფლებას, რომ მოეშვი, არ ხარ ლამაზი, აძლევს შენს თავს უფლებას, რომ უნდა დაბერდე, ამ ნეგატივს თუ მიიღებ, ეს ყველაფერი აუცილებლად დაგემართება. იმიტომ, რომ ჩვენთან, საქართველოში ფიქრობენ, 50 წლის თუ გახდები, ეს იგი ბებერი ხარ, ეგრე არ არის, ტვინში გაქვს კოდი და 50 წლის რომ ხდები, ეშვები. შეგიძლია, რომ ამ ასაკიდან დაიწყო ცხოვრება. ბევრი ასეთი ქალი გვყავს. ჭკვიანმა ქალმა ისწავლა, რომ 50 წლის ასაკში შეიძლება, იყო გოგო", - განაცხადა კესარია აბრამიძემ.

წყარო: TIA.GE

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×