დახურვა
სტილი
08.11.2022

ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე ორგზის მსოფლიოს ჩემპიონია. სპორტსმენმა უნგრეთის ქალაქ სეგედში მიმდინარე ნიჩბოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 18-წლამდელთა შორის 500 მეტრზე გაცურვაში პირველი ადგილი დაიკავა. ამ ასაკობრივ ჯგუფში ალექსანდრე წივწივაძემ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული პირველად 2021 წელს მოიპოვა და ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონიც გახდა. წელს 4 სექტემბერს კი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც შეინარჩუნა და მეორე ოქროს მედალიც დაიმსახურა.

" მრავალმხრივი ადამიანი ვარ, მაგრამ ყველაზე მეტად, მსახიობის პროფესიაზე ვფიქრობ. თეატრალურზე ჩაბარებას ვგეგმავ, რასაც ალბათ გაისად ვცდი. მინდა, ტელევიზიაში მოვხვდე, შეიძლება წამყვანობაც ვცადო, ჟიურის წევრობა თუ რომელიმე პროექტში მონაწილეობა. მინდა, ეკრანზე სულ ვჩანდე. თან, ვფიქრობ, ჩემი ტიპაჟი ამ სფეროს შეეფერება. ერთხელ თუ მნახეს, ვერ მივიწყებენ. მოკლედ, მინდა ყველგან ვიყო და ბევრგან ვცადო ჩემი შესაძლებლობები. პოპულარობაზე გაჭედილი მაქვს (იღიმის)." - ამბობს ალექსანდრე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×