დახურვა
სტილი
09.11.2022

ტრაგიკულად დაღუპული მომღერლის, მამუკა ონაშვილის და, მაია ონაშვილი მისი ძმის გარდაცვალების შესახებ ჟურნალ "სარკესთან" საუბრობს.

"გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე ძალიან ცუდ ხასიათზე იყო, სხვანაირად დარდიანი. რომ ვუყურებდი, გული მიკვდებოდა, მაგრამ არაფერს ვეკითხებოდი. ვფიქრობდი, ზოგჯერ ადამიანს თავის დარდთან ყოფნა უნდა აცალო-მეთქი… სულ ამაზე ვდარდობ, რატომ არ ვკითხე, რას ფიქრობდა, რა აწუხებდა…

როცა მამუკა საავადმყოფოში მიიყვანეს, გონზე იყო. პირველი, რაც უთქვამს, ჩემებს არ გააგებინოთ, ინერვიულებენო. არც გამაგებინეს. სულ ფეხით წამოსვლა რომ დამჭირვებოდა, წამოვიდოდი, იქნებ ცოცხალისთვის მიმესწრო. ერთადერთი ის მანუგეშებს, რომ დააძინეს, ხელოვნურ კომაში შეიყვანეს. ალბათ, ვერ გაიგო, ისე გარდაიცვალა. არ შეეშინებოდა ჩემს მამუკას…“, - ამბობს მაია ონაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ონაშვილი 30 ივლისს, ნატახტართან ავარიაში მოყვა. მომღერალი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში პირველ აგვისტოს გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×