დახურვა
სტილი
10.11.2022

წარმატებულმა ახალგაზრდა მოდელმა, თაკო ნაცვლიშვილმა ნინუცა ორჯონიკიძის რუბრიკაში საკუთარი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ ისაუბრა:

„ყველა ხელის გულზე მატარებდა, დედა, ბებია, მამა... მაგრამ მათზე დამოკიდებული არასდროს ვყოფილვარ. ბავშვობაში, მამაჩემი პროფესიის გამო, ბევრს ვმოგზაურობდი და მიჩვეული ვიყავი უცხო გარემოსთან ადაპტაციას. ამიტომ, 15 წლის ასაკში ჰონგ-კონგში როცა მარტო წავედი სამუშაოდ, უკვე მზად ვიყავი. მთავარი ღირებულება, რაც ოჯახიდან გამომყვა, არის ის, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს დიდ პატივს სცემენ, მეგობრულად მიდგებოდნენ და ერთგულება მასწავლეს. ეს არის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ"

- აღნიშნა მან.

თაკომ განვლილი გზისა და დაბრკოლებების შესახებაც ისაუბრა:

„ყველაზე რთული ჩემს პროფესიაში უარყოფაა. კასტინგებზე სიარულის დროს, შეიძლება, უბრალოდ სხვა ტიპაჟს ეძებდნენ და უარი არ ნიშნავს, რომ პრობლემა ჩემშია. თუმცა ამის გააზრება ადრეულ ასაკში რთულია. დამწყები მოდელისთვის მთავარია, მიზანდასახულობა, თავდაჯერებულობა და თავშეკავება, რადგან რთულია, რომ ქაოსურ გარემოში ემოციები აკონტროლო. მე მქონია ხოლმე პანიკური შემოტევები...

შენი თავი რომ გიყვარს, აქედან მოდის მერე სხვების სიყვარულიც. პირველ რიგში, საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს, უნდა იღებდე ისეთს, როგორიც ხარ. არ მგონია, რომ სიყვარულის გამო რამის დათმობა იყოს საჭირო, ეს არ არის სწორი, ეს სიყვარული აღარ არის" - ამბობს თაკო ნაცვლიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×