დახურვა
სტილი
10.11.2022

პოეტმა, კომპოზიტორმა და მომღერალმა გელა დაიაურმა პირადი ცხოვრების შესახებ გადაცემაში "პოსტ ალიონი" ისაუბრა.

დაიაურმა გულახდილად ილაპარაკა იმის შესახებ, თუ როგორ გრძელდება მისი ცხოვრება მომხდარი ტრაგედიის შემდეგ.

"თეოს გარდაცვალების მერე სიმღერა აღარ დამიწერია. თეოს მერე ცოტა რთულია სიმღერის დაწერა იმდენად დიდი იყო...

ტკივილზე ლაპარაკი ზოგადად არ მიყვარს, მირჩევნია ჩემთვის ვიფიქრო, ჩემთვის მქონდეს და ჩემთვის ვატარო.

თუმცა ვწერდი ამ პერიოდში ლექსებს, წიგნადაც გამოვეცი, რომელიც ოჯახს მივუძღვენი.

ლექსი გეხმარება თავისთავად. იმ სათქმელს, რომელსაც ვერავის ვერ ეუბნები, მთლად შენს თავში არ იხარშავ და რაღაცნაირად ფურცლებს ანდობ ისევ საიდუმლოს.

მეუბნებიან, რომ ძლიერი ვჩანვარ, ალბათ გარეგნულად ვჩანვარ, თუმცა შინაგანად დანგრეული ვარ ძალიან.

სადაც მე გავიზარდე, მთაში, მამაკაცს არ უნდა გამოეხატა ზედმეტად ემოცია და უნდა შეხვედროდა მტკიცედ.

რაც უფრო მტკიცედ შეხვდებოდი ვინმეს დაკარგვას, უფრო ძლიერი იყავი და უფრო მეტი სახელი გქონდა ადამიანს.

თუ შენ ზედმეტად იგლოვებ, არც საკუთარ თავს სცემ პატივს, არც იმ ადამიანებს, ვინც დაკარგე, არც შენს ოჯახს, არც შენს ქვეყანას.

ყველა იმ ქვეყნად წავალთ, ეს არის წამიერი განშორება მე ასე ვფიქრობ, იმიტომ, რომ ეს არის წამის სოფელი, წუთისაც არ არის." - ამბობს გელა დაიაური

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×