დახურვა
სტილი
21.11.2022

ნინუცა მაყაშვილი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობის გადაწყვეტილებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დამ, რუსკა მაყაშვილმა მოახდინა ზეგავლენა მასზე:

„აქამდე ბევრჯერ მითქვამს უარი პროექტში მონაწილეობაზე, ახლა ისე გამოვიდა, რომ დედაჩემმა, რუსკამაც, ყველამ ერთად შეკრეს პირი, მაგრამ რუსკა იყო ის პირველი ადამიანი, ვინც ფეხი დამაჭირა, უნდა გახვიდეო და უხეშად ვიტყვი, „შემაბა“ (იცინის). იმ მომენტში მართლა მჭირდებოდა ეს გარდატეხა, რთულ მდგომარეობაში ვიყავი.

რუსკასგან ცოტა გასაკვირია, ზუსტად იცოდა, რამდენად რთულია… 

კი, მაგრამ ისიც იცოდა, რამდენად მჭირდებოდა ეს ყველაფერი. არ დავკონკრეტდები, პირადული ამბავია. ცოტა ცუდი პერიოდი მქონდა ცხოვრებაში. იფიქრა, რომ ეს გარდატეხა მნიშვნელოვანი და აუცილებელიც კი იყო ჩემთვის, რომ ჩემი ცხოვრება შეცვლილიყო, ცოტა გაფერადებულიყო და გადაჭრელებულიყო. ძალიან კარგად იმუშავა იმაზე, რისთვისაც საჭირო იყო. სხვა მიმართულებით გადავერთე, ბევრი ადამიანი გავიცანი, სულ ვვარჯიშობ, ძალიან აქტიური ვარ", - საუბრობს ნინუცა მაყაშვილი  ჟურნალ „თბილისელებთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×