დახურვა
სტილი
23.11.2022

თურქეთში გარდაცვლილი მარიამის დედა, რუსკა ხუციშვილი სოცილაურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს და თავის გარდაცვლილ შვილს გიორგობას ულოცავს.

"დედა ჩემო სიცოცხლე გილოცავ გიორგობას! წმინდა გიორგი იყოს შენი მფარველიუფალს ვევედრები შენი თავი ბედნიერად და მშვიდად მიმყოფოს სადაც ხარ დე შენი მიზნები და ოცნებები განახორციელე ხომ ყოველთვის გინდოდა მფრინავი, სტიუარდესა გამოსულიყავი, რომ სხვადასხვა ქვეყნებში გეფრინა...

"აქ არ ჩავაბარებ უცხოეთში უნდა ჩავაბაროვო,იქაც ხომარ გამომეკიდებიო" რომ მეუბნეოდი

სასწავლებლად გაგიშვი დეე

წადი იფრინე ანგელოზად ჩემო სიცოცხლე,აისრულე შენი ოცნებები მიყვარხარ შენს თავს ვერავინ ვერასდროს შემიცვლის დე ხანდახან მოდი ჩემთან დამამშვიდე და გაფრინდი ისევ ჩემო სიყვარულო..

ველაზე მეტად მიყვარხარ", - წერს მარიამის დედა.

შეგახსენებთ, 16 წლის მარიამი, რომელიც მიელოიდურ ლეიკემიას ებრძოდა, თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. ოჯახს ცხედარს საავადმყოფოდან არ ატანენ, რადგან მარიამის სახელზე 44 ათასი დოლარის დავალიანება ირიცხებოდა. რამდენიმედღიანი დაყოვნების შემდეგ, საქმეში საქართველოს მტავრობა ჩაერია, რის საფუძველზეც მარიამის ცხედარი სამშობლოში გადმოასვენეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×