დახურვა
სტილი
30.11.2022

მუსიკოსმა სტეფანე მღებრიშვილმა ახალი კლიპი გადაიღო, რომელშიც მთავარ როლს ცნობილი მომღერალი გია სურამელაშვილი ასრულებს.

კლიპმა საზოგადოების მოწონება მალევე დაიმსახურა, რის გამოც მუსიკოსი სოციალური ქსელის მომხმარებლებს მადლობას უხდის.

"მართლა ამდენი წერილი არ მიმიღია არც დაბადების დღეზე და არც სხვა ნამუშევრებზე. ჩემითაც ვხვდებოდი, რომ ეს პროექტი საინტერესო იქნებოდა საზოგადოებისთვის. ჩვენი დაკვირვებით, უმეტესობა საოცარი კომენტარებია, რისთვისაც მადლობას გიხდით, რომ ზუსტად გაიგეთ ყველაფერი. ძალიან ბედნიერები ვართ ყველა, ვინც ამ პროექტზე იმუშავა. დიდი მადლობა",- წერს სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×