დახურვა
სტილი
29.12.2022

ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად ტრაგიკულად გარდაცვლილი გოგონას, მარიტა მეფარიშვილის დედა, ანა შოშიაშვილი ასევე ტრაგიკულად გარდაცვლილი ტატა რევიშვილის დედას, თიკო ჩხეიძეს ქალიშვილის დაბადების დღეს ულოცავს.

ნუკრი რევიშვილისა და თიკო ჩხეიძის 9 წლის ქალიშვილი თბილისში ასევე დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. დღეს მისი დაბადების დღეა.

ანა შოშიაშვილი წერს:

„რა ლამაზია, გილოცავ, თიკო. ბედნიერებაა, რომ ასეთი მაგარი ტატას დედა ხარ. აი, ვიცი, ჩვენი გოგოები ერთად, ძალიან, ძალიან კარგად და საუკეთესო მეგობრები არიან. ტატა სულ მიყვარდა, მაგრამ ახლა საოცრად ძვირფასია ჩემთვის".

თიკო ჩხეიძე მარიტას დედის მილოცვას შემდეგი სიტყვებით პასუხობს:

„საოცარი მარიტას, საოცარი დედიკოსგან ამ სიტყვებს რომ წაიკითხავ, რა გრძნობაა?! სიხარულის, ტკივილის, მონატრების და იმედის სიტყვებია! მოვა დრო და ჩვენს გოგოებს შევხვდებით, მაგრამ დედის გულს აქ რომ უნდა იყოს, ამას რა ვუყოთ. მათ სილამაზეს და ნათელ მომავალს..."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×