დახურვა
სტილი
04.01.2023

ტელეწამყვანმა ნუცა ქავთარაძემ მეუღლეებს შორის მეგობრობის აუცილებლობაზე ისაუბრა,

„როგორც მეგობრობაში შენს ძმაკაცთან არ გაქვს იერარქია, ისე არ აქვთ იერარქია მეგობრულ ცოლ-ქმარსაც ალბათ. ჩემს შემთხვევაში ყველაფერი თავისით დალაგდა და კარგი შემთხვევა ვარ, როგორც აღმოჩნდა. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა მახსოვს ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანისგან - ჩემი მეგობარი ჩემი ქმარიაო. ამით ის თქვა, რომ მას ენდობა. ეს კარგი კი არ არის, ეს არის ყველაზე ძვირფასი, რაც ცოლებს გაგვაჩნია. იმაზე დიდი ბედნიერება, რომ ქმარი იყოს შენი მეგობარი, არ არსებობს. კარგი ოჯახები წლების განმავლობაში უფრო იკვრებიან, მეგობრობა სიყვარულსა და ვნებას, ამას უფრო აძლიერებს. ურთიერთობა იქნება ეს, ლოგინში თუ სხვაგან, უფრო თავისუფალი, უფრო ბედნიერი და უფრო ლაღი ხდება, როცა მეუღლე შენი მეგობარიცაა..." - თქვა ნუცა ქავთარაძემ „იმედის" ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×