დახურვა
სტილი
06.01.2023

ტელეწამყვანი, თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში ტრანსგენდერ, ლიზა ქისტაურის შესახებ წერს.

"ერთი მადლიანი ადამიანი როგორ არ გამოჩნდა, რომ მივიდეს ამ ანტვერპენის პოლიციაში, ლიზას სახლში, საავადმყოფოში, საელჩოში ან არ ვიცი სადმე !!! დაგვაწყდა ნერვები", - წერს თამუნა მუსერიძე.

შეგახსენებთ, ტრანსგენდერ, ლიზა ქისტაურთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება.

მის გარდაცვალებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საკონსულო და არც ოჯახის წევრები ამ დროისთვის არ ადასტურებენ.

მანამდე კი მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში, ქართველი ტრანსგენდერი ქალი ლიზა ქისტაური მოკლეს, სავარაუდო დამნაშავე კი მისი შეყვარებული იყო.

თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია, ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×