დახურვა
სტილი
10.01.2023

დატვირთული სატელევიზიო სეზონის ბოლოს, გიორგი ნაზღაიძემ, ზამთრის არდადეგები ბუდაპეშტში პატრიკთან ერთად მოიწყო. ტელესახე უნგრული დღეებით ტკბებოდა, როდესაც მას მალევე, სიურპრიზად შეუერთდა მეგობარი ლიზა ქონიაძე, რამაც "ნაზღა" და პატრიკი გაახარა.

"რა ჯობია, როდესაც საყვარელი და ძვირფასი ადამიანი სიურპრიზად ჩამოგაკითხავს. მე ვთვლი, რომ ჩვენ დასვენება და ბედნიერად ყოფნა დავიმსახურეთ. ამდენი ჭორაობა ეყოფა ხალხს. ჩვენ ძვირფასი მეგობრები ვართ და ბუდაპეშტში მივხედავთ ჩვენს თავს. რა ჯობია ლიზასთან ერთად დასვენებას", - "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ამბობს გიორგი.

როგორც ის ამბობს, უნგრეთის დედაქალაქში ვიზიტი დიდი ხანია სურდა. მოსწონს არქიტექტურა და კულტურა.

გიორგი ნაზღაიძე: ძალიან მომწონს აქაურობა. მოლოდინს გადააჭარბა. გუშინ ისტორიული შენობები დავათვალიერეთ. ვნახეთ ბაზილიკა და მონუმენტი "ფეხსაცმელები დუნაის სანაპიროზე", 1944-45 წლებში დახვრეტილი უნგრელი ებრაელების მემორიალი. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

დღეს წვიმს, მაგრამ მე და ლიზა საშოფინგოდ გავალთ, მოვიწყობთ ამბებს, ვიხალისებთ...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×