დახურვა
სტილი
12.01.2023

საქმოქალაქო აქტივისტი, აკა სინჯიკაშვილი სასწრაფო ინფორმაციას ავრცელებს ბებოზე, რომელიც თავს ერთ-ერთი ბანკის მისაღებს აფარებდა თავს.

"ძალიან სასწრაფოა და გთხოვთ წაიკითხოთ!!!

წუხელ მოხუცი,ავადმყოფი ქალი ვნახეთ ქუჩაში. სულ გაყინული ამ სიცივეში

უფრო ხშირად ღამით პირდაპირ გარეთ წევს ამ ყინვაში. მოტყუებით სახლი დაკარგა და სამი თვეა ქუჩაში სძინავს. მათხოვრობის სცხვენია და ასე, ბურბუშელას ჰყიდის დღისით. ღამით კი სადაც დაუღამდება, იძულებულია იქვე დაიძინოს. ერთი შვილი ჰყავდა და ისიც გარდაეცვალა.სულ ტირის და საერთოდ არავინ არ ჰყავს

ამ ქალს გარეთ ვერ დავტოვებთ, აუცილებლად გაიყინება რომელიმე ღამეს.

მოგვეხმარეთ რითიც შეძლებთ, მანამდე ვეცდებით სახლი ვუშოვოთ რამე.

გაგვივრცელეთ ეს ამბავი,როგორც შეძლებთ.

რა თქმა უნდა ახლაც, ერთად ყველაფერი გამოგვივა", - წერს აკა სინჯიკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×