დახურვა
სტილი
12.01.2023

გიორგი გასვიანის მეუღლე მარიტა მელიქიშვილი სოციალურ ქსელში დედაშვილობის სირთულეებზე წერს.

„როგორც სწავლაზეა ნათქვამი, „სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების"-ო, ზუსტად ასე მიმაჩნია დედაშვილურ ურთიერთობაზეც. ძალიან რთულია, როცა ერთ დღეს ხვდები, რომ საკუთარი თავი მთლიანად დაკარგე და შენი გაღვიძება/დაძინება/მოწესრიგება პატარა ადამიანის რეჟიმზე გადართე, მაგრამ როცა იაზრებ, რომ შენში ჩასახული შენივე შვილი მოავლინე და ეს მარტომ შეძელი, რომ გაიზრდება და უდიდესი ზურგი გეყოლება მისი სახით, მერე ყველა ტკივილი გავიწყდება! 1 წლის არის, ძიძა არ მყავს. აბაზანაში შესული არ ვარ, რომ სველი უკან გამოვრბივარ, მაკიაჟს ცალი ხელით ვიკეთებ, მხოლოდ 2-3 საათით მძინავს და ცივ საჭმელსაც ვჭამ, მაგრამ ჩემთვის იმ გრძნობაზე ძვირფასი, რომ ჩემს შვილს ვჭირდები და ჩემთან უნდა, არაფერია! რამდენი ხანიც უნდა გაგრძელდეს ეს პერიოდი, უნდა იცოდე, რომ შენ გააჩინე ადამიანი, რომელსაც ცხოვრების ბოლომდე უპირობოდ ეყვარები და სწორედ სიყვარულია ის გრძნობა, რაც გაგაძლიერებს და გაგაძლებინებს ნებისმიერ რთულ ვითარებაში", - წერს მარიტა მელიქიშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×