დახურვა
სტილი
03.02.2023

პროექტ „ვოისის" გამარჯვებული და საქართველოს ხმა ევროვიზია 2023-ზე ირუ ხეჩანოვი გახდა. მის ამ მოგებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„როგორი უტაქტო ყოფილხარ... აპლოდისმენტებს იმსახურებ სიმღერაში, ადამიანობაში არა..." „შენ ვინ ხარ, სხვაზე ასე აგდებულად რომ საუბრობ..." - ცნობილების გამოხმაურება ირუ ხეჩანოვის გამოსვლაზე

„ზოგადად, გამარჯვებულებს არ სჯიან...ვინც გააკეთა მობილიზაცია, იმან გაიმარჯვა, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ უკეთესად მღეროდა. თუ ვინმე თვლიდა რომ კონკურსი არასამართლიანად წარიმართა, მაშინ აღარ უნდა შეხვიდე ამ ბრძოლაში. გამარჯვებისთვის საჭიროა ბოლომდე ბრძოლა და თავდაჯერებულობა.პირველ რიგში, შენი თავის იმედი უნდა გქონდეს.კონკურსი არის პაექრობა და ბრძოლა წესების გარეშეც...მის მოსაგებად მარტო ფბ - ზე მოწოდება არ კმარა....წარმატებები გამარჯვებულს", - წერს კახი მამულაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×