დახურვა
სტილი
16.02.2023

მწერალი და ტელეწამყვანი დათო გორგილაძე ფეისბუკის პირად გვერდზე სახალისო პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას უზიარებს, თუ რა გადახდა თავს საშინელებათა ჟანრის ფილმის ნახვის მეორე დღეს.

„ამასწინათ, ერთ საღამოს, ეშმაკებმა ამაწრიალეს და რატომღაც, არ ვიცი რატომ, ვუყურე ფილმს „ანაბელი". ვინც არ იცის, საშინელებათა ფილმია, რომელშიც მთავარი უარყოფითი პერსონაჟი მახინჯ თოჯინაშია განსხეულებული. დამთავრდა ფილმი, დავიძინე. მომდევნო დღეს დილის გადაცემა მქონდა. მაღვიძარამ 05:00-ზე დარეკა. ავდექი და მოძრაობა დავიწყე ჩაბნელებულ სახლში. თურმე არც ეგრე მარტივადაა საქმე, ბოროტს არ სძინავს. რემედიოსს ჩართული დაუტოვებია თოჯინა, რომელიც ქართულად მეტყველებს. მივდივარ ბნელ დერეფანში და უცებ მესმის ხმა: „გინდა გეთამაშო?". ჩემი ჰიგიენური დეტალების აღწერით თავს აღარ შეგაწყენთ. მადლობა, ნახვამდის", - წერს დავით გორგილაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×