დახურვა
სტილი
17.02.2023

სოციალური ქსელის მომხმარებელი - სალომე ფაცაცია წერდა, რომ ზუგდიდელ ახალგაზრდას - თიკო ლაგვილავას ესაჭიროებოდა 800 ლარი სინგაპურში გაეროს მოდელირების პროექტზე წასასვლელად.მან დასახმარებლად ანგარიშის ნომრებიც გამოაქვეყნა, რათა ამ პროექტზე ახალგაზრდა წასულიყო. ცოტა ხნის წინ, მან ძალიან კარგი ამბავი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ის საჭირო 800 ლარი ქართველმა გარემარბმა - ხვიჩა კვარაცხელიამ დაურიცხა.

„საჭიროა მხოლოდ 800 ლარი ამ მაგარი საქმისთვის.ორ დღეშია ჩასარიცხი.მსოფლიოში ყველაზე დიდი დიპლომატთა ასოციაცია, სინგაპურში ატარებს გაეროს მოდელირებას, სადაც მენტორია ბილ კლინტონი. უნიჭიერესი ზუგდიდელი თიკო ლაგვილავა - არჩეულია ერთ დელეგატად; დაუფინანსდა თანხის ნახევარი.ვისაც სურვილი გაქვთ შემოგვიერდით, თითო ლარი მნიშვნელოვანია...სიკეთე ბიჭი რომაა ყველამ ვიცით. ის რომ მიუხედავად მანძილისა მუდამ ჩვენს გვერდითაა ესეც ძალიან კარგად ვიცით, ის რომ ძალიან, ძალიან მაგარი ფეხბურთელია ეგეც ყველამ ვიცით.თიკოს სინგაპურში კონფერენციაზე წასასვლელი დარჩენილი 800 ლარი ხვიჩა კვარაცხელიამ დააფინანსა!" - წერს ფაცაცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×