დახურვა
სტილი
07.03.2023

მაია ბარათაშვილმა წელს საიუბილეო ტრადიცია დაარღვია და კონცერტით არ აღნიშნა სამი მარტი. ამბობს, რომ ყველაზე დასამახსოვრებელი დაბადების დღე, 2020 წელს ჰქონდა, 50 წლის რომ გახდა. თუ რატომ, ამაზე თვითონ გვიყვება...მაია ბარათაშვილი: დედა იმდენად საინტერესო დაბადების დღეებს მიწყობდა ხოლმე, 3 მარტი ბავშვობიდან მიყვარს. ამ დღის მნიშვნელობა გაორმაგდა დედის დღე რომ დაწესდა 3 მარტს. კარგ ხასიათზე ვდგები. მას შემდეგ, რაც სცენაზე დავდექი, ამ დღეს კონცერტის ტრადიცია შემოვიღე. 2020 წლის სამ მარტს დიდი საიუბილეო კონცერტი მქონდა, ვარსკვლავის გახსნაც იყო და ყველაზე გამორჩეული დაბადების დღე გამოვიდა. პომპეზური დღე იყო. ფილარმონიის დიდ დარბაზში შევხვდი და გამორჩეული ამით იყო ჩემთვის. წელს სახლში მშვიდად ვხვდები დაბადების დღეს. მოვლენ ახლო მეგობრები, რომლებიც მე ძალიან მიყვარს. მიხარია მათი ნახვა. აი, შემდეგ წელს ისევ კონცერტით გავუმასპინძლდები მსმენელს.

ბოლო დროს ისე შეიცვალეთ, წონაში კიდევ ხომ არ დაგიკლიათ? (იცინის) არა, ისევ ისე ვარ, როგორც ვიყავი. სიგამხდრის თემა პოპულარულია ჩვენთან. არც ერთ ქვეყანაში არ არის სიგამხდრე სილამაზის სინონიმი. არც ამერიკაში, არც ევროპაში ასე არ არის. აზიურ ქვეყნებში კიდევ ღიპი თუ გაქვს, მაშინ ხარ ლამაზი. ბუდა იყო "მუცლიანი" და ამ სტანდარტს ამით ხსნიან თურმე. რატომღაც ქართული ფენომენია და კომპლიმენტია - "რა გამხდარი ხარ". გამოთქმა "looking good" - კარგად გამოიყურები, შეიძლება სხვადასხვა წონაზე უთხრან ადამიანს, გააჩნია შიგნიდან რას ასხივებს. ჯანმრთელობისთვის კი ნამდვილად ჯობს, რომ წონა არ გაგვექცეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×