დახურვა
სტილი
08.03.2023

მსახიობი და ტელეწამყვანი, ნანუკა გულუა მიმართვას ავრცელებს და ადამიანებს ჰუმანურობისკენ მოუწოდებს.

"სხვა არხზე რომ ვმუშაობდი ჩემი პეპლები და ყვავილები არ შეგიმჩნევიათ ან ძაანაც გეფერადებოდათ! ნუ გავხდებით კაციჭამიები, ვინ რომელ არხზე და რომელ ჟურნალში მუშაობს ამისთვის, ნუ აძლევთ საკუთარ თავს უფლებას შეურაცხყოთ ადამიანი, რომელიც ყველა არხზე და ყოველთვის მხოლოდ გასართობ და განსატვირთ გადაცემას აკეთებს!!! ევროპელობა მხოლოდ დროშის ფრიალი არაა, ადამიანის პატივისცემა და ჰუმანურობაა... მე ვარ "მეგრელი" და მაშასადამე ევროპელი, ახალი ამბავია ეს?! ყველა რუსი ბლოგერი მიწასთან მყავს გასწორებული პმ და საერთოდ მართობს, ამ მძიმე ჟამს ჩემი კანდიდატურა რომ რუსეთის მეგობრად მოგაგონდა! ცოტა საკუთარ პოზიციებს გადახედეთ და ფსიქიკას მიხედეთ!", - წერს გულუა.

შეგახსენებთ, "ოცნებამ" ე.წ. აგენტების შესახებ კანონი 7 მარტს პირველი მოსმენით მიიღო. ამ კანონის მიღებამ საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია. მოქალაქეებმა აქცია გამართეს პარლამენტთან. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმი გამოიყვანეს. გარდა ამისა, მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×