დახურვა
სტილი
09.03.2023

მომღერალი, გიორგი სუხიტაშვილი თბილისში გამართული აქციების დროს ადამიანების, მათ შორის გმირების არასრულწლოვანი შვილების დაკავების ფაქტს ემოციური პოსტით ეხმაურება.

"ცრემლები წამომცვივდა, როდესაც გავიგე 14 წლის დაკავებული ბიჭის ფრაზა,

"გმირის შვილი ვარ"

გმირის შვილი ვარო! თქვე ვირიშვილებო !

8 აგვისტოს მიხვალთ სასაფლაოზე მიიტანთ თაიგულს და ამ ბიჭს ყალბი მწუხარებით მხარზე ხელს მოუთათუნებთ თითქოს რამეს გრძნობდეთ, რამე გაღელვებდეთ ან გწამდეთ!", - წერს მომღერალი.

ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე სამართალდამცველებმა 133 ადამიანი დააკავეს. 9 მარტს "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×