დახურვა
სტილი
11.03.2023

ყვე­ლა ამ­ბობს, რომ მუ­სი­კო­სი და იუ­მო­რის­ტი თა­მარ ლეკ­ვე­იშ­ვი­ლი მშვე­ნი­ერ ფორ­მა­შია. თით­ქოს გა­რეგ­ნო­ბა­ში რა­ღაც სე­რი­ო­ზუ­ლად შეც­ვა­ლა.

"და­ვი­კე­ლი 10 კილო. ეს ჩემი წი­ნან­დე­ლი წო­ნის, სი­მაღ­ლის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის­თვის ცოტა არ არის. წო­ნის დაკ­ლე­ბამ სა­ხე­ზეც შემ­ცვა­ლა. ყვე­ლა­ფე­რი კი ასე და­ი­წყო - სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს გა­დავ­წყვი­ტე, რომ სა­ა­ხალ­წლოდ მი­ნუს 10 კი­ლოგ­რა­მი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მიზ­ნად და­ვი­სა­ხე და შე­ვას­რუ­ლე.

კონ­სულ­ტა­ცია არ­სად და არა­ვის­თან გა­მივ­ლია, დი­ე­ტა თვი­თონ გა­მო­ვი­გო­ნე. დი­ე­ტაც არ არის, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვშიმ­ში­ლობ­დი... შა­ბათ-კვი­რის გარ­და, ჩემი საკ­ვე­ბი რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყავა, შო­კო­ლა­დი, თხი­ლი და ყვე­ლი იყო. უქ­მე­ებ­ზე ასე თუ ისე სხვა საკ­ვებ­საც ვჭამ­დი, სახ­ლში ვარ, ბავ­შვებს საჭ­მელს მე ვუმ­ზა­დებ და ამ დროს მარ­ტო თხი­ლის ჭამა არ გა­მომ­დის... ამას­თან, ნო­ემ­ბერ­ში ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად, ძა­ლი­ან ცოტა, სულ ერთი გრა­მი ფი­ლე­რი გა­მო­ვი­ყე­ნე ცხვი­რი­სა და ტუ­ჩის არე­ში. ფაქ­ტობ­რი­ვად, უკვე გა­ი­ლია კი­დეც, მაგ­რამ ძა­ლი­ან შემ­ცვა­ლა. ვნა­ხოთ, შე­იძ­ლე­ბა ამ მე­თოდს ისევ მივ­მარ­თო.

მწე­რენ, თმას, რით იღე­ბა­ვო? არ ვი­ღე­ბავ, მე­ლი­რე­ბას კონ­კრე­ტულ სა­ლონ­ში ვი­კე­თებ და ამ პრო­ცე­დუ­რას და­ახ­ლო­ე­ბით 5 სა­ათს ვუთ­მობ. რა თქმა უნდა, დროს ვუთ­მობ, რომ კარ­გად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დე. ახლა ვა­პი­რებ, ვარ­ჯი­შიც და­ვი­წყო. ფორ­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის ამას ყვე­ლა ასაკ­ში დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ჩემს ასაკ­ში კი, გან­სა­კუთ­რე­ბით. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ სხე­უ­ლი ნა­ვარ­ჯი­შე­ვი იყოს. მოკ­ლედ, ვა­პი­რებ, ჩემს გა­რეგ­ნო­ბას ამ კუ­თხი­თაც და­ვეხ­მა­რო. სპე­ცი­ა­ლის­ტთან ერ­თად უნდა ვი­ვარ­ჯი­შო." - ამბობს თა­მარ ლეკ­ვე­იშ­ვი­ლი ambebi.ge-თან საუბრისას.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×