დახურვა
სტილი
12.03.2023

"კომედი ჯგუფის" მსახიობი ვახო ბიჭიკაშვილი ბოლო პერიოდი ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს. რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რას საქმიანობს ამერიკაში და რას ფიქრობს დაბრუნებაზე, "კომედი ჯგუფთან" თანამშრომლობაზე? 

ბოლო რამდენიმე თვეა ამერიკაში ვიმყოფები, ეს გადაწყვეტილება ჩემი საქმიდან გამომდინარე მივიღე. ერთდროულად ვმუშაობ ერთ-ერთ კომპანიაში პიარისა და მარკეტინგის მიმართულებით და ქართველ დიასპორასთან. ამერიკაში დიდი დიასპორაა, რომელიც იზრდება და იზრდება. მათთვის პერიოდულად ტარდება ქართული კულტურული ღონისძიებები და ამ ადამიანების გვერდით ვარ.

არ მაქვს განსაზღვრული, რამდენი ხნით დავრჩები. აქ გამოქცეული არ ვარ, საქმის საკეთებლად ჩამოვედი და როგორც ჩემს საქმეს წაადგება, ისე მოვიქცევი.

მართლა მთელი საქართველო აქ არის, ვის აღარ ნახავ: მათი ნაწილი ადრე წამოსულია, ნაწილი შემდეგ შემოერთებული. ყველანი კარგ საქმეს აკეთებენ, შრომობენ და მეც მათთან ერთად ვარ ფერხულში ჩაბმული.

ძალიან კარგ ადამიანებთან მიწევს ურთიერთობა, თანამშრომლობა. ეს არის ქართულ-ამერიკული „ჯი ენდ ეი ლოჯისტიკს" კომპანია, რომელიც ბევრ კარგ საქმეს ემსახურება. ეს კომპანია, ჩვენი ძალიან სასახელო ადამიანის, მერაბ დვალიშვილის სპონსორია.

"კომედი ჯგუფთან" თანამშრომლობა არ გამიწყვეტია, ეს არაჩვეულებრივი ადამიანები არიან ჩემ გვერდით, მეც მათ გვერდით ვარ და სულ ასე იქნება, რადგან ჩვენ ერთი სისხლი და ერთი ორგანიზმი ვართ. სანამ ჩემი ცხოვრება უკავშირდება ტელევიზიას, ყოველთვის ამ ჯგუფთან ერთად ვიქნები", - განუცხადა ჟურნალ "გზას" ბიჭიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×