დახურვა
სტილი
14.03.2023

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში ემოციური ამბის შესახებ წერს, რომელიც ერთ-ერთ მაღაზიაში გადახდა თავს. „ახლა, მაღაზიაში, ქალი ყიდულობდა რაღაცას. უკან ორი კაცი ვედექით. - ბარათზე საკმარისი თანხა არ არის ქალბატონო - ეუბნება მოლარე. დავხედე და ერთადერთი ყველაზე პატარა შოკოლადი უდევს. ბამბინოა თუ ბარამბინო თუ რაქვია. ქალი მთლიანად გაწითლდა - ბოდიში - უთხრა მოლარეს და უკან წაიღო დასადებად. აუჰ, ჩვენ ორივე ამსისქე კაცი გავიქაჩეთ - "რას ამბობთ ქალბატონო, ჩემსას გავატარებ". "როგორ გეკადრებათ, უკან არ დადოთ". "ღმერთო ჩემო ერთი წუთით.." "ეს შოკოლადები ყველა გაატარე ჩემიძმა" ქალი ცრემლიანი ეცა კარს და გარეთ სირბილით გავარდა. ორ წამში გავეკიდეთ ორივე, გადავაქოთეთ ყველაფერი და ვერ ვიპოვეთ. შევეშვით ბოლოს რა. ვერცერთმა ჩვენთვისაც ვეღარაფერი ვეღარ ვიყიდეთ. სახლისკენ წამოვედი და ოცი მეტრით აქეთ, სადარბაზოში დავინახე. მივხვდი, რომ მანდ არ ცხოვრობდა, უბრალოდ დაგვემალა. ვერ მივედი, იმიტომ, რომ იდგა და ტიროდა. სცხვენოდა და ტიროდა. ძალიან სცხვენოდა და ტიროდა. ტიროდა იმიტომ, რომ შვილი ჰკითხავდა - დედა შოკოლადი მომიტანე? ქალი ყელში გაჩხერილ უზარმაზარ ბურთს გადაყლაპავდა და ეტყოდა - არა დედი, მაღაზია დაკეტილი იყო...", - წერს აკა სინჯიკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×