დახურვა
სტილი
14.03.2023

ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ფეისბუკი ერთმანეთის სალანძღავ სივრცედ გარდაიქმნა.

„ეს ამდენი ნეგატივი სოციალურ ქსელებში, ამდენი ღვარძლი სად აგროვებთ, როგორ ახერხებთ??? შესვლა აღარ მოგინდება ადამიანს. რა იყოთ? რა ნახეთ? ვინ ვის „ეჭიმება" ვინ ვის აგინებს, აბულინგებს რა უბედურებაა???? თუ ვინმეს რამის „თავი" აქვს პირად საუბრებში უმჯობესია, მაგრამ აბა როგორ??? აქ ნათქვამზე პასუხი არ მოგვეთხოვება ხო?? აქ წერა და ლანძღვა ხსნილია, იმიტომ, რომ „სიტყვის თავისუფლებაა". არა მგონია ცუკერას ეს პლატფორმა ამისთვის შეექმნა, რომ დაგვეჭამა ერთმანეთი და აქ გვეტოლებინა მუსკულები!! ჩემ ბავშვობაში ქუთაისში ვიძახდით სოც ქსელებში გალანაძღვა „არ იხსნება" და ამაზე „არ ითხოვებაო" ვიცინოდით, მაგრამ მგონი მართლა ასე გვგონია და ამის იმედათ მიდის ერთმანეთის ჭამა, ყველა შესაძლო სიტყვებით. დამშვიდდით, ეცით პატივი ერთმანეთის გადაწყვეტილებას და აზრს და თუ ვინმეს რამე უნდა მეორესთან არკვიეთ პირადში, გაივსო ქვეყანა ღვარძლით და შურით, ყარს უკვე!! ან რამე სივრცე გამოვყოთ სადაც დახარჯავთ ამ ნეგატივს და აქ შედარებით რაციონალური გონებით შემოხვალთ . დავწყნარდეთ და ერთმანეთის სწორი აზრები გავცვალოთ, გავუზიაროთ ერთმანეთს, რომ ქვეყანა გავხადოთ უკეთესი და არა წავიყვანოთ უფსკრულისკენ. ერთი დადებითი პოსტი აღარ მხვდება ადამიანების ერთმანეთზე და არაფერი სასიკეთო. მეტი რაციონალობით, სიმშვიდით, ღირსებით და ერთმანეთის პატივისცემით ვიაროთ და ვატაროთ ჩვენი ქვეყანაც.

FB - ლომებო ცხოვრებაშიც ეგრე თუ იზამთ,როგორც აქ უფრო დაგაფასებთ P.S თქვენი გიორგი გაბუნია ქუთაისიდან(პოსტი თბილისში დაიწერა)", - წერს გიორგი გაბუნია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×