დახურვა
სტილი
15.03.2023

რამდენიმე თვის წინ, ცნობილი გახდა, რომ მომღერალსა და მსახიობს გიორგი გილიგაშვილს ავთვისებიანი კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. როგორც თავად განმარტა, იმ დროს კოვიდი მძვინვარებდა და მედიკოსების მოცდენა საჭიროდ არ ჩათვალა. საბოლოოდ, უახლოესი მეგობრის, ირაკლი მაქაცარიას მოთხოვნით, კლინიკაში კვლევაზე მივიდა.

მეგობრები გაერთიანდნენ და გიორგი სასწრაფოდ თურქეთში გაემგზავრა. ამოღებული 12 კვანძიდან 8 ავთვისებიანი აღმოჩნდა. კვლევების შემდეგ გიორგი გილიგაშვილმა კიბო საბოლოოდ დაამარცხა და შეიძლება ითქვას, ცხოვრებას თავიდან დაიწყო.

ახლა ის ისევ მიემგზავრება თურქეთში და ჟურნალ „სარკეს" ამის მიზეზს უმხელს:

„უფლის წყალობით, კარგად ვარ, ახლა მიწევს გამგზავრება, მცირე დოზით დასხივება უნდა ჩავიტარო. ეს აუცილებელი პროცედურაა, რადიოაქტიური იოდით დასხივება. ამ ყველაფერს გავდივარ უფლის სიყვარულით, ჩემი ოჯახის წევრების და მეგობრების თანადგომით, ასევე - უცნობი ადამიანების დალოცვით, არც დიდად სალხინოდ არის საქმე და არც სავალალოდ. ყველაფერი მიდის სიმშვიდით, მეც მშვიდად ვარ..."- ამბობს მომღერალი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×