დახურვა
სტილი
15.03.2023

დავიღალეთ ამ პრეზერვატივების რეკლამებით ტელეარხებზე. ბავშვებიც უყურებენ ცისფერ ეკრანს!, - ამის შესახებ სოპრანო თამარ ივერი წერს და შვილებთან დაკავშირებულ შემთხვევას იხსენებს.

„გადამეკიდა ჩემი 8 წლის ტყუპი ბიჭი და გოგო, გინდა თუ არა, რა არის ეს პრეზერვატივიო. ვიფიქრე, ვიფიქრე, რა მოვიგონო და ბოლოს ვეუბნები: ეს კაცების კანფეტი, სიგარეტს რომ გადაეჩვიონ მეთქი. ჰოდა, 5-ლარამდე ხურდები ჰქონდათ შეგროვილი და მიცვივდნენ მარკეტში გამყიდველს და ეუბნებიან: „პრეზერვატივი გვინდა ვიყიდოთ, მამა ბევრს ეწევა და უნდა გადავაჩვიოთო". დაიხოცა ყველა სიცილით. სად გავქცეულიყავი არ ვიცოდი.

შეწყვიტეთ ეს უხამსი რეკლამები. როგორღაც, თქვენი რეკლამების გარეშეც მშვენივრად იციან, როგორ იხმარონ კაცებმა ეს პროდუქტი და ქალებმა საფენები. ასევე, ძალიან შეურაცხმყოფელია ქალისთვის იმის მოსმენა, როცა საფენების რეკლამაში ქალი ამბობს „ეს საფენი უსიამოვნო სუნს მისპობსო". პიარ მარკეტინგისთვის ყველაფერს ნუ კადრულობთ!! ვიმეორებ, ბავშვებიც უყურებენ ამ რეკლამებს. ან ღამის 22:00-ის მერე გაუშვით,როცა მათ სძინავთ!" - წერს მომღერალი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×