დახურვა
სტილი
15.03.2023

ქართველმა მომღერალმა დოდონა ნამორაძემ ბერძნულ „ვოისში" წარმატებით იასპარეზა.

დოდონა პროექტის გამარჯვებული, სამწუხაროდ, ვერ გახდა, თუმცა ქართველები თვლიან, რომ დოდონა მაინც გამარჯვებულია და მან კონკურსანტებს ძლიერი კონკურენცია გაუწია.

ფინალში გამარჯვება 16 წლის ბერძენმა შემსრულებელმა მოიპოვა, ქართველი მომღერალი კი ხმების მიხედვით მეორე ადგილზე გავიდა.

დოდონა ნამორაძე 2023 წლის თებერვალში ჟურნალ გზას ესაუბრა. გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:

"ბებიაჩემი საბერძნეთში 13 წელი მუშაობდა. შემდეგ ინსულტის გამო, საქართველოში ჩამოსვლამ მოუწია. საბერძნეთი ძალიან უყვარს. თავად სულ ჰქონდა სურვილი, იქ რომელიმე მუსიკალურ კონკურსში გამოვსულიყავი. როდესაც ბერძნული "ვოისისთვის" კასტინგი გამოცხადდა, ამის შესახებ იქ მცხოვრებმა მეგობრებმა მაცნობეს. გადავწყვიტე, ბებოსთვის სიურპრიზი მომეწყო: კასტინგისთვის ჩემი მონაცემები გავგზავნე. როდესაც კონკურსზე მოვხვდი, ბებოს მხოლოდ მაშინღა ვუთხარი... ყველას გაუხარდა. თან, საბერძნეთი საქართველოსთან ახლოს არის - ამ 2 ქვეყანას შორის მიმოსვლა ჩემთვის უფრო იოლია...

არა, პირველად ვიყავი. იქ მეგობრები, ნაცნობები და ნათესავები მყავს. ბებიის მსგავსად, ჩემი რამდენიმე ნათესავი იქ მუშაობს და კონკურსის შესახებ სწორედ მათგან შევიტყვე...იქ ინგლისურად თითქმის ყველა საუბრობს. ეთერში ჩემი ინტერვიუც ინგლისურად გავიდა, სცენაზე გასულსაც ინგლისურად მესაუბრებოდნენ... ბერძნული საერთოდ არ ვიცი. ცოტ-ცოტას ახლა ვსწავლობ...

ძალიან კარგი ხალხია. ვერ ვიტყვი, ყველასთან ვმეგობრობ-მეთქი, მაგრამ მაგალითად, იმ გოგოსთან, ვისთანაც "რინგი" მიწევს, ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. მეუბნებიან, რომ საერთოდ, იქ ვიცხოვრო. გულთბილი ადამიანები არიან. საქართველოშიც რამდენიმე მუსიკალურ პროექტში ვმონაწილეობდი და რა თქმა უნდა, ჩვენც ძალიან გულთბილები ვართ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ბერძენი არ ვარ და მათი ენა არ ვიცი, მაქსიმალურად გვერდში მიდგანან, თუ რამე მჭირდება. მაგალითად, "ვოისის" მეორე ტურზე, კულისებში მყოფს სახეზე რაღაც მეცხო. არავის პასუხისმგებლობა არ ყოფილა, რომ ამის შესახებ ჩემთვის ეთქვა, მაგრამ ერთ-ერთმა გოგომ, რომელსაც ვეჯიბრებოდი, თავად მითხრა, - უი, სახეზე რაღაც გაქვსო და თავისი მაკიაჟით მომაწესრიგა... ბერძენ ხალხთან ურთიერთობა ძალიან მსიამოვნებს".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×