დახურვა
სტილი
18.03.2023

სოფო ტოროშელიძეს ჰკითხეს, რას ფიქრობს ახლა, როდესაც მისი დაწუნებული ნათია თოდუა გერმანული „ვოისის" გამარჯვებული გახდა.

„როცა მან გაიმარჯვა, ძალიან გამიხარდა. სამი წლით ადრე, როდესაც ის მოვიდა ქართულ პროექტში, სხვათა შორის, მე არ გამიშვია ის პროექტიდან და ეს არ ახსოვს არავის. ახლა არ მინდა ამაზე ლაპარაკი. მაშინ „იქს ფაქტორის" მუსიკალური პროდიუსერიც ვიყავი და მე მივიღე ის, როგორც კონკურსანტი.

როდესაც მან კასტინგის ეტაპზე შეასრულა დავალება, იმ კონკრეტულ მომენტში, ის შესრულებული არ მომეწონა და ვთქვი არა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ ცოტა ინტრიგაც ყოფილიყო და პროექტიც საინტერესო გამოსულიყო. რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ შემდეგ ეტაპს გადალახავდა და შემდეგ ტურში გადავიდა, მოხვდა მენტორთან, რომლის გუნდშიც იყო ნათია თოდუა და მან შემდეგი ეტაპი ვერ გადალახა, რადგან მისმა მენტორმა გადაწყვიტა, რომ ის ვეღარ გააგრძელებდა პროექტს.

ძალიან დიდი კონკურენცია იყო. ნათიამ სამწუხაროდ იმ სეზონზე ვერ გაიარა ის ეტაპები, გავიდა სამი წელი, წავიდა გერმანიაში და მან დაამტკიცა, რომ სამ წელიწადში ისე შეიძლება, განვითარდე, რომ პროექტი მოიგო" - ამბობს სოფო ტოროშელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×