დახურვა
სტილი
22.03.2023

ლონდონში ვიღაცამ Balenciaga-ს ბუტიკის წინა ფანჯარა "პედოფილიის" ეტიკეტით ააჭრელა, იგივე განმეორდა ბევერლი ჰილზში. თაყვანისმცემლები, რომლებიც კვირით ადრე დემნას გენიალურობაზე ლაპარაკს ვერ წყვეტდნენ, აღარსად ჩანდნენ.

წლების განმავლობაში Balenciaga-მ თავისი რეპუტაცია პროვოკაციაზე ააშენა. დემნამ გასული წლის დასაწყისში აღნიშნა: "ზუსტად ამიტომ გავაკეთე ეს! იმიტომ, რომ მძულს აკრძალვები, ბევრმა ჩათვალა, რომ რეკლამები იყო განზრახ აღმაშფოთებელი."დემნამ და "ბალენსიაგამ" არაერთხელ მოიხადეს ბოდიში სარეკლამო კამპანიისთვის. ბრენდმა გამოაცხადა სამწლიანი პარტნიორობა ბავშვთა ეროვნულ ალიანსთან. Balenciaga-მ პირდაპირი ახსნა წარმოადგინა Garde-Robe-ის კამპანიის ირგვლივ მოფენილი უცნაური

ნივთებისთვის: "ეს იყო შეცდომა და ნებისმიერი კავშირი ბავშვთა პორნოგრაფიასთან ან ბავშვზე ძალადობასთან იყო უნებლიე და სრულიად შემთხვევითი."

Vogue-თან ინტერვიუში დემნამ განმარტა, რომ ტედი-დათვის ჩანთები Gift Shop-ის რეკლამებში გამიზნული იყო „პანკისა და წვრილმანი კულტურისთვის და არა BDSM-ის" მითითებით. მიუხედავად ამისა, მან აღიარა, რომ კამპანია არასწორად იყო ჩაფიქრებული. "მე არ მესმოდა, რამდენად შეუსაბამო იქნებოდა ამ ობიექტების გამოჩენა ბავშვებთან ერთად" - თქვა მან. "სამწუხაროდ, ეს იყო არასწორი იდეა და ცუდი გადაწყვეტილება ჩემგან."

შიდა ანგარიშის მიხედვით, ათეულობითკაციანმა კომიტეტმა დაამტკიცა კამპანია მის გამოსვლამდე.

"ბალენსიაგას" მოდის სახლის „ბნელი მბრძანებელი" კი ორმოცდაერთი წლის ვეგეტარიანელი არის, რომელიც ქმართან და ორ ჩიხუახუასთან, ქუქისა და ჩიკიტასთან ერთად ცხოვრობს. საუბრობს შვიდ ენაზე (ქართულ, გერმანულ, ფლამანდიურ, ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ, რუსულ ენებზე) და დილას მედიტაციით იწყებს. ტანსაცმლის კეთების გარდა, ყველაზე მეტად საჭმლის კეთება უყვარს. მისი სპეციალობაა მცენარეული საქონლის ხორცით დამზადებული ხინკალი.

დემნა საქართველოში დაიბადა. მისი მამა გურამი ქართველია. ის მანქანის მექანიკოსი იყო. დედამისი ელვირა რუსი გახლავთ. დემნა და მისი უმცროსი ძმა, ასევე გურამი, შავი ზღვის საკურორტო ქალაქში, სოხუმში იზრდებოდნენ.

კერვა ბავშვობიდან უყვარდა, მშობლებს კი სურდათ, რომ გარეთ გასულიყო და ფეხბურთი ეთამაშა. როგორც კი წერა შეეძლო, მათ წერილი დაუწერა - „ვუთხარი, რომ მათ არ ესმით ჩემი, არ ვუყვარვარ და არ იციან, ვინ ვარ".

სკოლაში დემნამ შარვალი ისე დაიმოკლა, რომ წინდები გამოჩენილიყო. დირექტორმა მშობლები კაპიტალისტური ღირებულებების პროპაგანდაში დაადანაშაულა. როგორც ახალგაზრდა პიონერების წევრს, მას წითელი ყელსახვევი უნდა ჰკეთებოდა. ერთხელ დემნამ ერთ ჟურნალს განუცხადა: „მახსოვს, კოკა-კოლის ქილა პირველად რომ ვნახე, ბირთვული ბომბი მეგონა."

1992 წელს აფხაზი სეპარატისტები თავს დაესხნენ სოხუმს, ათი წლის დემნა კი დროის უმეტეს ნაწილს ოჯახთან ერთად, მეზობლის სარდაფში ატარებდა. საბოლოოდ, ბომბი მათი ოჯახის სახლს მოხვდა და დაანგრია. 1993 წლის შემოდგომაზე ოჯახი გაიქცა. თითქმის სამასი მილი გაიარეს კავკასიონის მთების გასწვრივ - შემდეგ კი ერთი კვირა ელოდნენ ვერტმფრენს. ბოლოს თბილისში ჩავიდნენ, სადაც დასახლდნენ.

დემნამ 2022 წლის ზამთრის შოუს ჩანაწერებში დაწერა, რომ უკრაინის კონფლიქტმა „გამოიწვია წარსული ტრავმის ტკივილი, რომელიც ჩემში 1993 წლიდან მოყოლებული მაქვს". "ჩვენ ვცხოვრობთ საშინელ სამყაროში, მოდა კი ამის ანარეკლია", - თქვა ერთხელ დემნამ. "თუ ეს იწვევს ამ შიშს ან ტერორს, მაშინ მე წარმატებას მივაღწიე."

როცა 21 წლის იყო, დემნა და მისი ოჯახი საცხოვრებლად დიუსელდორფში გადავიდნენ. მას შემდეგ საქართველოში აღარ დაბრუნებულა, მიუხედავად ამისა, ამბობს, რომ ღრმა კავშირი აქვს ქართულ კულტურასთან, რომელსაც ხშირად აერთიანებს თავის შემოქმედებაში. Vetements-ის 2019 წლის გაზაფხულის კოლექცია შეეხო მის რთულ ემოციებს „ოჯახისა და ომის" შესახებ. უბრალო თეთრ პერანგები ხელმოწერებითა და წარწერებით იყო დაფარული, რაც საქართველოში საშუალო სკოლის დამთავრების ტრადიციას ასახავდა.

როცა გვასალიები დიუსელდორფში ჩავიდნენ, დემნას უკვე მიღებული ჰქონდა საერთაშორისო ეკონომიკის დიპლომი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. მისი მშობლები აღფრთოვანებული იყვნენ იმით, რომ მას შეეძლო სამუშაოს მიღება გერმანულ ბანაკში. „იმ დღეს, როცა ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკაში ავიღე, ვიცოდი, რომ ცხოვრებაში ეკონომისტად ვერასდროს ვიმუშავებდი", - დაწერა მან ერთხელ. „ერთადერთი, რისი გაკეთებაც მინდოდა, მოდა იყო, როგორც ინსტრუმენტი საკუთარი იდენტობის აღმოსაჩენად და ასაშენებლად."

ამიტომ ანტვერპენის სახვითი ხელოვნების სამეფო აკადემიის მოდის სკოლაში ჩააბარა. „კარგი სტუდენტი იყო, მაგრამ არა ისეთი, როგორიც სხვებს ჰგონიათ" - ამბობს ლინდა ლოპა, რომელიც წლების განმავლობაში სკოლის ხელმძღვანელი იყო. "ის ასეთი მოგვიანებით გახდა, რადგან ღია მენტალიტეტი ჰქონდა, ცნობისმოყვარე და თავმდაბალი იყო."

2012 წელს დემნამ ხელი მოაწერა კონტრაქტს Louis Vuitton-თან, რათა ქალთა მზა ტანსაცმლის კოლექციების უფროს დიზაინერად ემუშავა, 2014 წელს გამოიყენა დანაზოგი საკუთარი ხაზის, Vetements („ტანსაცმელი", ფრანგულად) შესაქმნელად. ის იყო დასახელებული, როგორც დიზაინის კოლექტივი - ძირითადი წევრები იყვნენ მისი ძმა, გურამი, რომელიც ასრულებდა აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობას, და რუსი სტილისტი ლოტა ვოლკოვა.

შოკისმომგვრელი იყო დემნას, მოდის სახლის, „Balenciaga"-ს შემოქმედებით ხელმძღვანელად დანიშვნა. ზოგიერთს მოეწონა ეს იდეა, ზოგი კი მას „სარისკოდ"

მიიჩნევდა.". მისი პირველი მზა ტანსაცმლის ჩვენება აშკარა ტრიუმფი იყო. - „ბალენსიაგა" სრულყოფილების გარკვეულ ფორმას ნიშნავს და ვფიქრობთ, რომ დემნამ ეს სიწმინდე და ღირსება სახლში დააბრუნა" - ამბობდნენ კრიტიკოსები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×