დახურვა
სტილი
23.03.2023

მსახიობი, დუტა სხირტლაძე, ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს:

"ზოგმა რეჟისორმა უარი მითხრა თანამშრომლობაზე, რადგან „გაცვეთილი სახე“ მაქვს. დღეს, როცა საავტორო ფილმს ქმნიან, „გაცვეთილი სახე“ არ აწყობთ, რადგან ჩვენთან კინო ხომ კომერცია არაა. ყველაფერი გავაკეთე, რომ ეს ხალხისთვის მეჩვენებინა – შესაძლებელია, ყველგან ვიყო. ვიღაცებს ეს აღიზიანებთ კიდეც. ზოგ-ზოგიერთები „ფეისბუქში“ რომ იგინებიან, ჰგონიათ, რომ ცოცხალი ადამიანები არ ვართ.

არ ვპასუხობ, თორემ, წესით, უნდა გავუნგრიო ცხვირ-პირი. რა ქნან, მათი ინტელექტი მეტს ვერ ხვდება. მეც ცოლ-შვილი, ოჯახი მყავს, ბენზინის ფულზე „ვჩალიჩობ“. მეც ისევე ვცხოვრობ, როგორც სხვა, უბრალოდ, ხანდახან ტელევიზორში ვჩანვარ. ესენი კი, როგორც ადამიანს, ისე არ გიყურებენ, სადღაც ირეალურ სამყაროში არსებულ „ტიპს“ გხედავენ, რომელსაც შეგიძლია შეურაცხყოფა მიაყენო, მაგრამ არ იცის, რომ უცებ შეიძლება, ჩატში მიწერო. მიმიწერია კიდეც, მაგრამ წამიშლია. თან, მიმიწერია მთელი კახეთი… რაც კი გამიგონია.

უბრალოდ, მერე მივმხვდარვარ, რომ არასწორად ვიქცევი და წამიშლია. ყველაზე მეტად შეურაცხყოფა მაღიზიანებს. რომ გამაკრიტიკონ, როგორც მსახიობი, წამყვანი ან სიტყვა-პასუხი დამიწუნონ, კიდევ ჰო, მაგრამ დედას რომ შეგაგინებს, იქვე უნდა შეჭამო", - აღნიშნა მსახიობმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×