დახურვა
სტილი
04.09.2021

დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს, პაატა იმნაძეს, საზოგადოება უკვე კარგად იცნობს. ჩვენს ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ის ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე და მოსახლეობას საჭირო ინფორმაციასა და რჩევებს აძლევს. სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ პაატა იმნაძის ტყუპი გოგონები, ლიზი და ტატა იმნაძეებიც.

როგორც ცნობილია, ტატა იმნაძე ორსულობის დროს „ფაიზერით" აიცრა. პირველი დოზით ვაქცინაციას პაატა იმნაძეც დაესწრო, ხოლო საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ამბავი მედიამაც აქტიურად გააშუქა. ტატა იმნაძის აცრამ სოციალურ ქსელში განსხვავებული მოსაზრებები გააჩინა, ზოგი წერდა იმასაც, რომ ტატა სინამდვილეში ორსულად არ იყო... მან „ფაიზერის" მეორე დოზა „ინსტაგრამის" პირადპირ ეთერში სულ რამდენიმე დღის წინ გაიკეთა. გუშინ კი ის მეორე შვილის, ილიას დედა გახდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×