დახურვა
სტილი
06.09.2021

„კვირა არის კარგი და წარმატებული, 7 სექტემბრის გამოკლებით, რადგან ხვალ არის ახალმთვარეობა. ახალი მთვარე ქალწულის ზოდიაქოს ნიშანშია, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა იყოთ შეუპოვრები და მოწესრიგებულები. ეცადეთ ხვალინდელი დღე გქონდეთ მშვიდი, რადგან ეს დღე გავლენას მოახდენს მთელ თვეზე“- ამის შესახებ ასტროლოგმა, მიხეილ ცაგარელმა „იმედის დილის“ ეთერში ისაუბრა. 

მისი თქმით მთლიანობაში კვირა ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის კარგია, რადგან დედამიწა დადებით ენერგო ველშია.

ვენერა სიყვარულის მმართველი პლანეტა გადადის პარასკევს მორიელის ზოდიაქოს ნიშანში, 7 ოქტომბრამდე, ანუ მოიმატებს პირდაპირობა წყვილებს შორის და სარკასტული გამონათქვამები.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება👇

♈ვერძი - თქვენი ენერგოტონუსი არის დაბალი და ამიტომ ზედმეტად ნუ იაქტიურებთ. უმჯობესია ძველი საქმეები დაასრულოთ და თუ რაიმე პრობლება გქონდათ ის გადაწყვიტოთ. მეტი დრო დაუთმეთ ვარჯიშსს, სუფთა ჰაერზე სიარულს.

სექტემბრის შუა რიცხვები თქვენთვის ბევრად უკეთესი იქნება.

♉კურო - ენერგოტონუსი მაღალია, შარმიანიანია ყველაფერი გამოსდით. ყველა სახის თამაშებში შეიძლება რაღაც მოიგოს კურომ. ასევე კარგი პერიოდია შვილებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.

♊ტყუპები - ენერგოტონუსი დაბალია. მეტი დრო დაუთმოს ოჯახს და ნათესავებს.

♋კირჩხიბი - შარმიანები, ინტუიციურები. მათ შეუძლიათ ყველასთან ურთიერთობა გაიუმჯობესოს, ასევე წარმატების მაღალი შანსები აქვთ.

♌ლომი - ენერგოტონუსი დაბალი აქვთ, შესაძლოა მარტივად გადაიღალოს და გაცივდეს. თუმცა ფინანსური კუთხით კარგი პერიოდი აქვთ.

♍ქალწული - აი ვინ არის კვირის ფავორიტი ნიშანი. ენერგიულები, შარმიანები, შრომისუნარიანები. წარმატების შანსი მაღალი აქვთ.

♎სასწორი - მათ ყველაზე ცუდი პერიოდი აქვთ. ენერგოტონუსი დაბალი აქვთ, ამიტომ გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას, ზედმეტი საქმე საკუთარ თავზე არ აიღოთ. ფარული მტრები, ჭორები თქვენ საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. თუ რაიმე ვალი გაქვთ უმჯობესია ამ კვირაში გაისტუმროთ.

♏მორიელი - შარმიანია, ინტუიციურია. კარგი ორგანიზატორია და წარმატების მაღალი შანსები აქვს. აქვს ახალი იდეები და აქვს ტრანსპორმაციების სურვილი და აუცილებლად გამოიყენეთ ეს შანსი.

♐მშვილდოსანი - სამსახურში შეიძლება საკადრო ცვლილებები მოხდეს, ამიტომ აუცილებლად გამოავლინეთ თქვენი ავტორიტეტი, თუმცა გახსოვდეთ, რომ იმუნიტეტი თქვენი თვის მეორე ნახევრამდე შემცირებულია, ამიტომ არ გადაიტვირთოთ.

♑თხის რქა - მფარველი ანგელოზი გადის თქვენს ზოდიაქოს. მეტი კომუნიკაცია უცხოელებთან, ასევე კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის. ასევე შესაძლოა დაიკავოთ ახალი თანმდებობა და მიიღოთ მატერიალური დივიდენტები. წარმატების შანსი ყველანაირი კუთხით გაქვთ ძალიან კარგი.

♒მერწყული - ენერგოტონუსი დაბალია, ამიტომ ძალიან ნუ დაიხარჯებით. ფულის შენარჩუნების დროა და ეცადეთ ზედმეტად არ დახარჯოთ. 20 სექტემბრის შემდეგ თქვენთვის ბევრად უკეთესი პერიოდი იქნება.

♓თევზები - ენერგოტონუსი და შარმი მატულობს. მათ ცვლილელების დრო აქვთ, შესაძლოა პარტნიორთან ურთიერთობა ან ძაან დაეძაბოთ ან უკეთესობისკენ წავიდეს. ჯანმრთელობის კუთხით პერიოდი კარგი აქვთ, ასევე ფინანსური მდგომარეობაც გაუმჯობესდებათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×